11 ცალმხრივ ბილეთში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 62 000 ლარი გადაიხადა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 30 მაისი 2016

2016 წლის თებერვალში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) წერილით მოგვმართეს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით. შესყიდვის საგანი იყო ეკონომ კლასის 11 სხვადასხვა ცალმხრივი ავიაბილეთი თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთები განკუთვნილი იყო ცენტრის პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელი მასწავლებლების საქართველოში ჩამოსასვლელად.


შესყიდვაზე მოკვლევის ჩატარების თხოვნით, IDFI-ის მაიკლ დეკერმა მიმართა, რომელიც პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი მოხალისე მაწვალებელია.


პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში უცხოური ენის ცოდნის დონის ამაღლებას და ინტერ-კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარებას (სასკოლო კლუბები, საზაფხულო ბანაკები და სხვა). ამ მიზნებით საქართველოში უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანა 2011 წლიდან ხდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ასევე მუშაობს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის საზღვარგარეთ ამაღლებაზე.


IDFI-ის მიერ ჩატარებული მოკვლევა უკავშირდება კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვას, რომლის მეშვეობითაც 2015 წელს მოხდა 11 მოხალისე მასწავლებლის საქართველოში ჩამოყვანა. მოკვლევა ასევე უკავშირდება ამავე საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ სხვა მსგავს ელექტრონულ შესყიდვებს.


2015 წლის 9 ივლისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA150019160) ეკონომ კლასის 11 ცალი ცალმხრივი ავიაბილეთის შესაძენად.ენდერის ღირებულება ჯამში 62 000 ლარს შეადგენდა. ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო - შპს „დისკავერი“. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2015 წლის 25 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა.


აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით პირველ კითხვის ნიშანს მითითებული შესყიდვის კატეგორია წარმოშობს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე ავიაბილეთების შესაძენად არსებობს სპეციალური კატეგორია (CPV 63500000 - ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტენდერში შესყიდვის სხვა კატეგორია მიუთითა (CPV 34900000 - სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები). აღნიშნულის გამო ავიაბილეთების მიმწოდებელ სხვა კომპანიებს არ ჰქონდათ საშუალება ენახათ ელექტრონული ტენდერი და მიეღოთ მასში მონაწილეობა.


ლოგიკურია, რომ ავიაბილეთების ოპერატორი კომპანიები არ მოძებნიდნენ მათთვის საინტერესო ელექტრონულ ტენდერს სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობების და სათადარიგო ნაწილების კატეგორიაში. უზუსტობა შესაძლოა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ CPV 34900000 კატეგორიაში შედის ქვე-კატეგორია CPV 34800000 - ტრანსპორტის ბილეთები, რომელიც ძირითადად, გამოიყენება ტრანსპორტის ბილეთების ბეჭდვისთვის და არა ავიაბილეთების შესყიდვისთვის.


ყურადსაღებია ისიც, რომ 34900000 კატეგორიაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჯამში ჩატარებული 9 ელექტრონული ტენდერიდან 8-ში მხოლოდ შპს „დისკავერი“ და შპს „ლოტ თრეველი“ მონაწილეობდნენ.

 

 

IDFI-მ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და გამოითხოვა ელექტრონული მიმოწერა აღნიშნული ტენდერის ფარგლებში. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 2015 წლის 6 ივლისს ფასთა მოკვლევის მიზნით მიმართა რამდენიმე კომპანიას და პასუხების მისაღებად მათ 1 დღიანი ვადა განუსაზღვრა. ფასთა მოკვლევაში მონაწილეობა მხოლოდ ორმა კომპანიამ მიიღო. შპს „დისკავერი“-მ ეკონომ კლასის 11 ცალმხრივი ბილეთის სავარაუდო ფასად 64 395 ლარი განსაზღვრა, ხოლო შპს „ლოტ თრეველი“-მ - 62 000 ლარი.

 

 

 

 

 

 

IDFI-მ მოიპოვა ტენდერის მეშვეობით შესყიდული 9 ავიაბილეთის ასლი და დაინტერესდა, თუ რით არის განპირობებული ბილეთების ასეთი მაღალი ფასი. შპს „დისკავერის“ მიერ მიწოდებული ეკონომ კლასის ცალმხრივი ბილეთების ფასი 3034.9 ლარიდან 6281.9 ლარამდე მერყეობს, რაც თითოეულ ბილეთზე საშუალოდ 5636.36 ლარს შეადგენს.


მოპოვებული ავიაბილეთების მეშვეობით IDFI-მ გამოითვალა თითოეული ბილეთის ის ფასი, რომელიც ოპერატორის მიერ რეალურად არის მითითებული ავიაბილეთებზე. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის ბილეთების სახელმძღვანელოში მოცემულია ბილეთის ფასის გამოთვლის მეთოდი, მასზე განთავსებული ფორმულის მიხედვით.


ბილეთების ფასის გამოთვლის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ამ ტენდერის მეშვეობით შეძენილი ერთ-ერთი ბილეთი. როგორც გამოთვლის შედეგად ჩანს, ბილეთზე მითითებულ ფასს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გადახდილ თანხას შორის განსხვავება 3363.84 ლარს შეადგენს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების შეძენა მასწავლებელთა გამოფრენის თარიღამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე მოხდა, ამას ფასზე ზეგავლენა მაინც არ მოუხდენია. აღნიშნულს ადასტურებს 2015 წლის 10 აგვისტოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს და შპს „დისკავერი“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ელექტრონულ ბილეთებზე მოცემული თარიღები.


IDFI-მ დაამუშავა მოპოვებული 9 ავიაბილეთი და დაადგინა, რომ ელექტრონულ ბილეთზე მოცემულ ფასსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გადახდილ თანხას შორის სხვაობამ შეადგინა 23 547.73 ლარი.


IDFI დაინტერესდა, თუ რით არის განპირობებული ფასების განსხვავება გადახდილ და ბილეთზე მოცემულ ფასებს შორის და შეკითხვით მიმართა შპს „დისკავერი“-ს. პასუხად, კომპანიამ განაცხადა, რომ ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასი წარმოადგენს კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას.


აღსანიშნავია ისიც, რომ გადახდილი 62 000 ლარი არ მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ), რადგან ავიაბილეთების შეძენა არ იბეგრება ამ გადასახადით.


IDFI-ის მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ასევე მოიცავდა ავიაბილეთების შეძენისთვის 2015 წელს ჩატარებულ სხვა ელექტრონულ ტენდერებსაც. 2015 წლის 9 ივლისს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის გარდა, მასწავლებელთა პროფესიული აღსანიშნავია ისიც, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჯეროვნად და სრულყოფილად უპასუხა IDFI-ის მიერ გაგზავნილ ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას. 

 

 

ყურადსაღებია ისიც, რომ IDFI-ს მიერ ჩატარებული მოკვლევის შემდეგ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 11 მაისს გამოაცხადა კიდევ ერთი ელექტრონული ტენდერი 24 ცალმხრივი ეკონომ კლასის ბილეთის შესაძენად. მოცემულ შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 48 500 ლარია, რაც თითოეული ბილეთისთვის საშუალოდ 2 000 ლარს შეადგენს.


მისასალმებელია ისე ფაქტი, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავიაბილეთების შესყიდვისათვის იყენებს ელექტრონულ ტენდერს, თუმცა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ავიაბილეთების ფასი დროისა და კატეგორიების მიხედვით ხშირად იცვლება, რის გამოც შემსყიდველი საჯარო დაწესებულებები პირდაპირი შესყიდვის წესით ყიდულობენ მათთვის სასურველ ავიაბილეთებს.


IDFI-ის საეჭვოდ მიაჩნია შპს „დისკავერი“-ს მიერ მოგებულ ტენდერში მოცემული ბილეთის ფასები. გაუგებარია რა განაპირობებს იმას, რომ ეკონომ კლასის 11 ცალმხრივი ავიაბილეთი 62 000 ლარი ღირს. არალოგიკურად მაღალი ფასი შეინიშნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სხვა მსგავს შესყიდვებშიც. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების გათვალისწინებით მოახდინოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შემოწმება შესყიდვების პროცედურების დახვეწის მიზნით.

 

 

1.Ticketing Handbook, 39th Edition, International Air Traffic Association,

http://www.travelready.org/PDF%20Files/IATA%20-%20Ticketing%20Handbook.pdf, მოპოვებულია 29 აპრილი, 2016  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024