შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პარლამენტის ვებგვერდის ოპტიმიზაციაზე საუბრისას, საყურადღებოა, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, გეგმის 2.1. პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო დოკუმენტაციაზე წვდომის გამარტივების ვალდებულება იკისრა.
23 ნოემბერს, ევროპის პარლამენტმა (ევროპარლამენტი) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვრცლად განიხილავს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას და მის წინააღმდეგ სათანადო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს. რეზოლუცია სახელწოდებით „სტრატეგიული კომუნიკაცია ევროკავშირის წინააღმდეგ მესამე მხარეთა მიერ წარმოებული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ პროპაგანდის მთავარ წყაროდ ასახელებს რუსეთის ფედერაციასა და ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს.