ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

24 მარტი 2017 image

IDFI-ის რეკომენდაციები 2017-2018 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაზე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა მოსაზრებები და რეკომენდაციები ახალ, 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაზე.

23 მარტი 2017 image

ევროპის ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერთა და ომბუდსმენთა მიმართვა

მიმდინარე წლის 23-24 თებერვალს, ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპის ქვეყნების ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერთა და ომბუდსმენთა მიერ ხელმოწერილ იქნა ერთობლივი რეზოლუცია. კომისიონერები და ომბუდსმენები მოუწოდებენ ევროპის მთავრობებს, დაიცვან ინფორმაციის თავისუფლება და გააძლიერონ ინფორმაციის კომისიონერთა და ომბუდსმენთა როლი საკუთარ სახელმწიფოებში. 

21 მარტი 2017 image

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

21 მარტს, IDFI-მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გამართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა”.

15 მარტი 2017 image

ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიერ საპარლამენტო ღიაობის ხელშეწყობის მიზნით აღებული ვალდებულებები და კარგი პრაქტიკის მაგალითები

კვლევაში მიმოხილულია საპარლამენტო ღიაობის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის და ვალდებულებების მქონე სახელმწიფოები (მაგ: ესტონეთი, ბრაზილია, საფრანგეთი და სხვა). ვალდებულებების ნაწილი OGP-ს წევრი სახელმწიფოების მიერ შემუშავებულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებშია მოცემული, ხოლო დანარჩენი ვალდებულებები ცალკე დოკუმენტის სახით შემუშავებულ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმებშია ასახული.

15 მარტი 2017 image

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

2017 წლის 14 მარტს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვა.

10 მარტი 2017 image

IDFI-ის რეკომენდაციები საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება ცალსახად გაზრდის კანონშემოქმედებით პროცესებში მოსახლეობის ჩართულობას, საკანონმდებლო ხელისუფლების გამჭვირვალობას და მის მიმართ მოქალაქეების ნდობას. 

28 თებერვალი 2017 image

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ხდება - რა უნდა გაკეთდეს წარმატების მისაღწევად

2016 წლის მაისში, საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მმართველო კომიტეტის თანათავმჯდომარედ იქნა არჩეული. 2017 წელს კი იგი თავმჯდომარე ხდება. ის ფაქტი, რომ საქართველოს კანდიდატურას მმართველი კომიტეტის 18-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მეტყველებს იმაზე, რომ პარტნიორობამ აღიარა OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ნდობა გამოუცხადა მის სამომავლო გეგმებს.

13 თებერვალი 2017 image

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კომენტარები ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების თვითშეფასების საბოლოო ანგარიშზე

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. სამოქმედო გეგმაში მოცემული იყო 27 ვალდებულება (29 აქტივობა), რომელიც განაწილებული იყო 16 პასუხისმგებელ უწყებას შორის. IDFI აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მონიტორინგის პროცესში და OGP-ს სამდივნოს სისტემატიურად წარუდგენდა საკუთარ შეფასებებს აქტივობების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

9 თებერვალი 2017 image

სახალხო დამცველი IDFI-ის უფლების დარღვევის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს სისტემას რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ააიპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ უფლების დარღვევის ფაქტი დაადგინა. სახალხო დამცველის განცხადების თანახმად აღნიშნულმა უწყებებმა არ შეასრულეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება გაეცათ საჯარო ინფორმაცია.

9 თებერვალი 2017 image

მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები - შეზღუდული სახელმწიფო რესურსი თუ არასაკმარისი პოლიტიკური ნება

საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 86,283 დევნილი ოჯახი (259,247 პირი).