კერძო-საჯარო დიალოგი კანონპროექტების შემუშავების საწყის ეტაპზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | პოლიტიკის დოკუმენტები 5 მაისი 2017

პოლიტიკის ნარკვევის მიზანია, გამოკვეთოს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე, კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებამდე, მასში ასევე მოცემულია ამ დიალოგის წარმატებით ჩატარების მცირე გზამკვლევი.   

 

საქართველოში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში კერძო და სამოქალაქო ჩართულობის არც ისე ბევრი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს. ვითარება შედარებით უკეთესია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სადაც არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეების მონაწილეობის ისეთი ფორმები, როგორიცაა დასახლების საერთო კრება, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ა.შ. ცენტრალურ დონეზე მდგომარეობა შედარებით უკეთესია კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების შემდეგ, როდესაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, როგორც კომენტარის დატოვება, ისე სხდომებზე დასწრება.


ჩართულობის დონე ყველაზე დაბალია კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე პერიოდში, როდესაც დაინტერესებული მხარეების ჩართულობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. ამას ადასტურებს IDFI-ის ერთ-ერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2014-2016 წლებში ინიცირებული ეკონომიკურად მნიშვნელოვანი 24 კანონპროექტიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში არსებობდა კერძო სექტორის მაღალი ხარისხის ჩართულობა პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე.

 

 

ჩართულობის დაბალი ხარისხის მიზეზები

 

1. კანონპროექტების ავტორები ვერ აცნობიერებენ ჩართულობის მნიშვნელობას და საჭიროებას;


2. კერძო-საჯარო დიალოგი არ არის სავალდებულო;


3. არ არსებობს კერძო-საჯარო დიალოგის საერთო ჩარჩო და გაწერილი პროცედურები;


4. კანონპროექტის ინიციატორებს არ აქვთ საკონსულტაციო პროცესის წარმართვის საკმარისი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

 

 

კერძო-საჯარო დიალოგის არსებული პრაქტიკის გამოწვევები


საქართველოში კერძო-საჯარო დიალოგის დღეს არსებული მცირე პრაქტიკა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზით ხასიათდება, რომელიც ნდობას უკარგავს მთელ პროცესს. გარდა ამისა, ეს ხარვეზები მოტივაციას უკარგავს დაინტერესებულ მხარეებს, ჩაერთონ კანონპროექტების შემუშავების საწყის ეტაპზე, როდესაც ყველაზე მეტად არის შესაძლებელი საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.

 

კერძო-საჯარო დიალოგის ძირითადი ხარვეზებია:


- დაინტერესებული მხარეების არასრულყოფილი მოძიება;


- არაეფექტური კომუნიკაცია;


- დოკუმენტების არასაკმარისი საჯაროობა;


- პასუხისმგებელი პირის არარსებობა;


- დაუსაბუთებელი უარი;


- გადაწყვეტილების მიღების პროცესის დახურულობა;


- საჯარო განხილვის არარსებობა.

 

 

IDFI-ის რეკომენდაცია

 

I. საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობის დაწყებამდე საჯარო დაწესებულება უნდა დაუკავშირდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შეატყობინოს მათ მუშაობის დაწყება, გაუგზავნოს მათ დამხმარე დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) და მოიწვიოს ისინი სამუშაო შეხვედრაზე. ამისთვის, მან უნდა გამოიყენოს კომუნიკაციის ყველა შესაძლო საშუალება: საკუთარი ვებგვერდი, ელ-ფოსტა, პრესა, მედია, სოციალური ქსელები, პირადი შეხვედრები და ა.შ.


II. დაინტერესებული მხარეები შეიძლება იყვნენ: არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესი, აკადემიური წრეები, საკითხის ექსპერტები, ეკონომისტები, იურისტები, დონორი ორგანიზაციები, ის, ვისაც საჯარო პოლიტიკის პრობლემა უშუალოდ ეხება, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.


III. დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო ინფორმაციის მიღებიდან კონკრეტული დისკუსიის ან შეხვედრის გამართვამდე. დრო მეტი უნდა იყოს, თუ დაინტერესებულ მხარეებს გაეგზავნათ კვლევა, ანალიზი ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტაცია.


IV. დაინტერესებული მხარეებისგან ინფორმაციის მისაღებად საჯარო დაწესებულებამ უნდა გამოიყენოს საჯარო დისკუსიები, ელ-ფოსტა, ვებგვერდი, ონლაინ კონსულტაციის ფორმები, პირადი შეხვედრები და ა.შ.


V. დაინტერესებული მხარეები ჩართულები უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამისთვის, უნდა შეიქმნას წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს შენიშვნების გათვალისწინების შესახებ.


VI. დაინტერესებულ მხარეებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ საკითხთან დაკავშირებით არსებულ კვლევებზე, ანალიზზე და ოფიციალურ დოკუმენტაციაზე. საუკეთესო შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას საკუთარ ვებგვერდზე უნდა ჰქონდეს სპეციალური განყოფილება მიმდინარე კანონპროეტების შესახებ, სადაც კომენტარების დატოვება იქნება შესაძლებელი, ასევე, გამოქვეყნდება სამუშაო დოკუმენტები და გამოცხადდება შეხვედრის დროები.


VII. საჯარო განხილვებსა და შეხვედრებში მონაწილეობას უნდა იღებდნენ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირები (მაგალითად, როგორც მინიმუმ მინისტრის მოადგილე) საჯარო სექტორიდან, რათა შედგეს ორმხრივი დიალოგი.


VIII. უნდა ხდებოდეს კერძო სექტორიდან მიღებული კომენტარების აღრიცხვა. საჯარო დაწესებულებამ, ერთი მხრივ, უნდა შეარჩიოს კომენტარების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა სთხოვოს დაინტერესებულ მხარეებს წერილობითი ფორმით გამოაგზავნონ საკუთარი შენიშვნები.


IX. სამუშაო ჯგუფის მიერ კერძო სექტორიდან მიღებული კომენტარების განხილვა უნდა ხდებოდეს ნათელი და საჯარო კრიტერიუმების მიხედვით.


X. კერძო სექტორიდან მიღებული კომენტარების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს უარის არგუმენტირებული, წერილობითი დასაბუთება.

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/PPD_G4G/PPD_Geo_PRINT.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024