ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

2 ნოემბერი 2017 image

მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი საერთაშორისო ფორუმის ყურადღების ცენტრში

ოცდახუთი ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა თბილისში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ მიზანი იყო მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება) განხორციელების პროცესში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების გაზიარება.

30 ოქტომბერი 2017 image

შეხვედრა მედიასთან: მდგრადი განვითარების მიზნები - გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი

27 ოქტომბერი, Impact Hub/ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზი შვედეთის საელჩომ საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), IDFI-მ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გამართეს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.

24 ოქტომბერი 2017 image

„მომავალი = შენ“ - საქართველო გლობალური მიზნების გარშემო ერთიანდება

ასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქ რუსთავის პარკში 2017 წლის 24 სექტემბერს გლობალური მიზნების ფესტივალზე „მომავალი = შენ“. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი „სტრიტ არტის დღე“ იყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის, IDFI-ისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ შვედეთის მთავრობა, გაეროს მოხალისეები (UNV) და საერთაშორისო ორგანიზაციები Edgeriders და Futuremakers.

19 ოქტომბერი 2017 image

თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯები

კვლევაში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც ასახავს 2011-2016 წლებში თბილისის მერიის სისტემისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების მიმოხილვას.

10 ოქტომბერი 2017 image

ქ. თბილისის საკრებულოს ავტომობილების გამოყენების პრაქტიკა

ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების ბოლო შვიდი წლის სტატისტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზეც (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზა) კი მოუწესრიგებელია. საკრებულოს ავტომობილებისთვის არასწორი პარკირებისათვის გამოწერილი ჯარიმების ნახევარი სწორედ ამ ქუჩაზე არის გამოწერილი.

27 სექტემბერი 2017 image

ინფორმაციის კომისიონერთა მე-10 საერთაშორისო კონფერენცია

21 სექტემბერს, ქალაქ მანჩესტერში გაიმართა ინფორმაციის კომისიონერთა მე-10 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ძირითადი თემა სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელთა ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იყო. აღნიშნული მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქართველოშიც. მოცემული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მექანიზმი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებაა.

26 სექტემბერი 2017 image

საჯარო ლექციები დასავლეთ საქართველოში თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები

20-22 სექტემბერს, IDFI-მ ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთში ჩაატარა საჯარო ლექციები თემაზე - გაეროს „მდგრადი განვითარების მიზნები“. ლექციებს დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანი იყო მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი მიღწევის პროცესში საზოგადოების ჩართვის წახალისება.

22 სექტემბერი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „მოსმენების საქმის“ განხილვის მონიტორინგის შედეგები

2017 წლის 7 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში, დასრულდა ე.წ. “მოსმენების” საქმის დასაშვებობის საკითხის განხილვა. სასამართლო ამ ეტაპზე არკვევდა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები, რამდენად იყო იმავე შინაარსის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ერთხელ უკვე ცნო. 

21 სექტემბერი 2017 image

საქართველო OGP-ის თავჯდომარე ქვეყანა გახდა

19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის (Steering Committee) შეხვედრა. შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანულ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადმოიბარა.

19 სექტემბერი 2017 image

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვები - 2017 წლის ტენდენციები

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით. ცვლილებების თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფლდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას „სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან. ცვლილების არსებული სახით მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხარისხი.