IDFI-მ ახალციხეში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გამართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 ნოემბერი 2017

 IDFI-მ  21 ნოემბერს ახალციხეში გამართა საჯარო ლექცია  სახელწოდებით - „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები,  გლობალური და ეროვნული დღის წესრიგი“. საჯარო ლექცია    ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში პროექტისთვის  „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა  საქართველოში“ ჩატარდა, რომელსაც ახორციელებენ IDFI და გაეროს  განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობის ფინანსური  მხარდაჭერით.

 

 ღონისძიება გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტში. მონაწილეთა  შორის იყვნენ სტუდენტები,  არასამთავრობო ორგანიზაციათა და ადგილობრივი  თვითმმართველობის წარმომადგენლები.ლექციის მონაწილეები  გაეცნენ პროექტის  „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების  ხელშეწყობა საქართველოში“  ძირითად მიმართულებებს,  განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს.    IDFI-ის  წარმომადგენელმა საბა ბუაძემ  მდგრადი განვითარების მიზნებსა და  მათში  შემავალ ამოცანებზეისაუბრა. მიზნები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს,  როგორიცაა: სიღარიბის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობა, ჯანდაცვა, ძლიერი და გამჭვირვალე ინსტიტუციების    ჩამოყალიბება.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა ისაუბრეს მიზნების შესრულების პროცესში ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მონაწილეობის როლსა და მნიშვნელობაზე.

 

მონაწილეებმა განიხილეს მიზნების განსახორციელებლად აუცილებელი რესურსები და შესაძლებლობები, ამ მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა  ჩართულობა და ადგილობრივი თვითმმართველობების როლი მიზნების განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის და მისი სტუდენტური და კვლევითი მიზნების გამოყენებაზე.

 

IDFI აგრძელებს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სამომავლოდ შეხვედრების ჩატარებას გეგმავს სტუდენტებთან, საჯარო მოხელეებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024