ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

17 მაისი 2019 image

2018 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის განვითარება შეფერხდა

2019 წლის აპრილში V-Dem-მა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის ამსახველი 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა , რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიის საშუალო ხარისხი გაუარესდა. მონაცემთა ანალიზისას თვალშისაცემია ის მიმართულებები, რამაც ბოლო წლებში გაუარესება განიცადეს და შესაბამისად ნეგატიური ასახვა ჰპოვეს საქართველოს რეიტინგში.

13 მაისი 2019 image

IDFI-ის რეკომენდაციები ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

IDFI მიესალმება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყებას და იმედოვნებს, რომ ახალი სამოქმედო გეგმა კორუფციის პრევენციის მიმართულებით ყველა მნიშვნელოვან ამოცანას გაითვალისწინებს.

7 მაისი 2019 image

ტრენინგი პროკურორებისა და გამოძიებლებისთის

საქართველოს პროკურატურის 20-მდე პროკურორმა და გამომძიებელმა გენდერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ტრენინგი ჩატარდა IDFI-ის ორგანიზებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით. ტრენინგის თანადამფინანსებელია ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო.

3 მაისი 2019 image

IDFI-მ საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში წარადგინა

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა.

2 მაისი 2019 image

ინტელექტუალურ თამაშში პარლამენტის შესახებ 18 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

საქართველოს 18 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“ გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ, დააჯილდოვეს. 

22 აპრილი 2019 image

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

„რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა. „CRRC-საქართველომ“ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, იმის შესასწავლად, რამდენად ნახა საზოგადოებამ ეს ფილმი და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ფილმისა და მასში წამოწეული თემების მიმართ.

12 აპრილი 2019 image

მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს პროკურატურის მიმართ

2018 წლის 3 ნოემბერს რუსთავი 2-ზე გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“, რომელიც საქართველოს პროკურატურაში შეჩერებულ გამოძიებას ეხებოდა. CRRC-საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა იმისთვის, რომ გაეგო, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილმა ნახა ეს ფილმი და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ფილმში წამოჭრილი საკითხების მიმართ. 

 

10 აპრილი 2019 image

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

2018 წლის 3 ნოემბერს რუსთავი 2-ზე გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“, რომელიც საქართველოს პროკურატურაში შეჩერებულ გამოძიებას ეხებოდა. ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა იმისთვის, რომ გაეგო, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილმა ნახა ეს ფილმი და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ფილმში წამოჭრილი საკითხების მიმართ. 

28 მარტი 2019 image

IDFI-ის მოსაზრება საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილების გამიჯვნის რეფორმასთან დაკავშირებით

2018 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საგამოძიებო სისტემის ფართომასშტაბიან რეფორმაზე მუშაობა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ელემენტად საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას მოიაზრებს. 

16 მარტი 2019 image

საპარლამენტო ღიაობა ქართული მედიის ყურადღების ცენტში

წამყვანი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენელი 22-ზე მეტი ჟურნალისტი შეხვდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და მისი საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს. შეხვედრის მიზანი ჟურნალისტებისთვის საბჭოს საქმიანობისა და საკანონმდებლო ღიაობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევების გაცნობა იყო.