ინტელექტუალურ თამაშში პარლამენტის შესახებ 18 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 2 მაისი 2019

საქართველოს 18 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“ გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ, დააჯილდოვეს. პირველი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ხოლო მესამე კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა.


თამაშის მიზანი იყო საპარლამენტო საქმიანობის საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საკანონმდებლო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა. თამაშის 30 შეკითხვა მოიცავდა ზოგად და ისტორიულ ცნობებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების პარლამენტების შესახებ და ინფორმაციას გამოჩენილ პარლამენტარებზე.


ღონისძიებას გაუძღვა გიორგი მოსიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და „რა? სად? როდის?“ კლუბის პრეზიდენტი. თამაშის მონაწილეებს მიმართეს ირინა ფრუიძემ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, და გიორგი კლდიაშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა.


ინტელექტუალურ თამაშის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარალმენტი, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.


„ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ინფორმირებულობა ქვეყნაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესების შესახებ აუცილებელია. ღია პარლამენტის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების, დონორი და საერთაშორისო/პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით ბევრი ახალი ინსტრუმენტი შექმნა, რაც ვფიქრობ მოქალაქეებს მისცემს საშუალებას აქტიურად ჩაერთონ პარლამენტის საქმიანობაში.“ - აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.


„ძლიერი დემოკრატია საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

 

„საპარლამენტო საქმიანობით ახალი თაობის დაინტერესების შედეგად დემოკრატიულ პროცესებში მეტი ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა ჩაერთვება, რაც ხელს შეუწყობს მათი მისწრაფების განხორციელებას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“, - დასძინა მან.


კარლო ნატალემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ხაზი გაუსვა მოქალაქეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელობას სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მისაღწევად.


„ევროკავშირი ხელს უწყობს საპარლამენტო რეფორმას საქართველოში და მხარს უჭერს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას პარლამენტის საქმიანობაში“, - განაცხადა კარლო ნატალემ.


ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს 15 უნივერსიტეტში პარლამენტის დღეები გაიმართება. დისკუსიები, რომლებშიც სტუდენტები და უნივერსიტეტების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას, ეხება საქართველოს პარლამენტის ფუნქციებს და საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო ღიაობის გზაზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022