ტრენინგი პროკურორებისა და გამოძიებლებისთის

სიახლეები | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 მაისი 2019

საქართველოს პროკურატურის 20-მდე პროკურორმა და გამომძიებელმა გენდერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ტრენინგი ჩატარდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით. ტრენინგის თანადამფინანსებელია ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა; პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ; ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის პროექტის კოორდინატორმა ინა გრიგალაშვილმა და გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორმა ქრისტინე მორგოშიამ.

 

„სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დღევანდელი ტრენინგი. ვფიქრობ, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა აუცილებელია დანაშაულის სწორი კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, დევნის განსახორციელებლად. ღია საზოგადოების ფონდი, ადამიანის უფლებების პროგრამის პრიორიტეტების ფარგლებში, მხარს უჭერს პროექტს „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პროკურორების და გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერებაა”, - აღნიშნა ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის პროექტის კოორდინატორმა ინა გრიგალაშვილმა.

 

ნანა ჯაყელი, პროკურორი თბილისის პროკურატურის განყოფილებიდან: „ტრენინგი იყო ძალზედ საინტერესო. განსაკუთრებით დამაინტერესა ლგბტი თემის წარმომადგენლებთან მოპყრობის საკითხებმა და, კერძოდ, ამ თემაზე სხვა ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის განხილვამ და ტრენერთა მოსაზრებებმა.“

 

„ტრენინგმა მოგვცა საშუალება ტრენერთა მაქსიმალური ძალისხმევითა და მონაწილეთა მხრიდან ჩართულობით განგვეხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა გენდერთან, სქესთან, სექსუალობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ცნებები და სტერეოტიპები. მივიღეთ ინფორმაცია გენდერისა და სექსუალობის კულტურულ და სულიერ კონტექსტთან მიმართებაში. ასევე გავეცანით მცირე ისტორიულ ნაწილს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების შესახებ. ტრენინგის მონაწილეებს გვქონდა საშუალება გავსულიყავით მხოლოდ სამართლებრივი ასპექტებიდან და შეგვეხედა ლგბტი და ქალთმოძულეობის საკითხებისთვის გლობალურ ჭრილშიც“, - აღნიშნა ქრისტინე მორგოშიამ, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორმა.

 

ტრენინგის მონაწილეებმა ვიდეო მასალისა და პრაქტიკული კაზუსების გამოყენებით იმსჯელეს შემდეგ თემებზე: გენდერული თანასწორობის არსი, სქესი, გენდერი, გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია; სოციალური წინასწარგანწყობა, სტერეოტიპი, სტიგმა და ცრურწმენები; სექსუალობა, როგორც კულტურული კონსტრუქტი და საჯარო დისკუსიის ნაწილი; ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაულები, ფემიციდი, ადევნება, ოჯახში ძალადობა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ა.შ. პრობლემებისა და თემის უკეთ გააზრების მიზნით ტრენერებმა წარმოადგინეს სახვადასხვა კვლევების შედეგები. ამის გარდა, განხილულ იქნა ლგბტი ჯგუფებთან მუშაობის ეთიკა და თავისებურებები.

 

„ეს პროექტი არის პირველი ინიციატივა, რომელსაც IDFI პროკურატურასთან თანამშრომლობით ახორციელებს და რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობას მოიცავს, რომელთა საბოლოო მიზანიც საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაა. მიმდინარე ტრენინგი მესამეა მსგავსი ტრენინგების რიგში, რომლებსაც IDFI გეგმავს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და „ღია საზოგადოება - საქართველოს ფონდის“ თანადაფინანსებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებებით მომუშავე პროკურორებისა და გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით“, - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

 

ორდღიან ტრენინგს უძღვებოდნენ: ქეთი ბახტაძე - ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი და ნინო ხარჩილავა -WISG-ის სათემო განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024