გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ჩატარდა ტრენინგი გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 14 ნოემბერი 2018

საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოების პროკურორებმა და გამომძიებლებმა გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ტრენინგი ჩატარდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, და საქართველოს პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ტრენინგის თანადამფინანსებელია ღია საზოგადოების ფონდი


მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის უფროსმა სოფიო ჯიაძემ და პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ მენეჯერმა მარიამ თუთბერიძემ. ორდღიან ტრენინგს უძღვებოდნენ: ეკატერინე აღდგომელაშვილი – მრჩეველი გენდერის საკითხებში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ეკატერინე სხილაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.


ეკატერინე სხილაძის თქმით, საქართველოში თანასწორობის უფლების განხორციელების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მასშტაბები რჩება: „სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იყო ეს ტრენინგი, რომლის ფარგლებში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის, მათ შორის, სექსუალური შევიწროების, ფემიციდის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. მონაწილეების ინტერესი, მაღალი ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება იყო ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც, ვფიქრობ, წარმატებით განხორციელდა.“


ტრენინგის მონაწილეებმა შემდეგ თემებზე იმსჯელეს: თანასწორობა და გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია, ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო გარანტიები და დაცვის მექანიზმები (სასამართლო, სახალხო დამცველი, სამართალდამცავი სისტემა), გენდერული ნიშნით ძალადობა, სექსუალური შევიწროების ფაქტები და მისი გავლენა მსხვერპლსა და საზოგადოებაზე.


მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის და გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების [ფემიციდის] შესახებ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლები არ მიდიან მოძალადეებისგან და ამის გამომწვევი მიზეზები.


პრობლემებისა და თემის უკეთ გააზრების მიზნით ტრენერებმა წარმოადგინეს სახვადასხვა კვლევების შედეგები. ამის გარდა, ტრენინგზე განხილულ იქნა ლგბტი ჯგუფებთან მუშაობის ეთიკა და თავისებურებები.


„2014 წელს ძალაში შევიდა კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რის გამოც საქართველოს პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები აღმოჩნდნენ ახალი გამოწვევის წინაშე. დღის წესრიგში დადგა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულებისათვის შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება,“ - აღნიშნა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა: „მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგი ორიენტირებული იყო როგორც საერთაშორისო სტანდარტებისა და სამართლებრივი თემატიკის გაცნობაზე, ისე პრაქტიკული გამოცდილების, კაზუსების განხილვასა და სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა გვქონდა გამოგვეხატა საკუთარი შეხედულებები და მიგვეღო პასუხები კითხვებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო საქმიანობის დროს წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებთან.“


საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი პროკურორის მაკა გაგიევის თქმით, „ურთიერთთანამშრომლობით ჩატარებული შეხვედრები და ტრენინგები, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ხელს უწყობს პროკურატურას, დაინახოს ის გამოწვევები და ხარვეზები, რაც არსებობს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვების პროცესში.“


„ეს ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, პროკურატურის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც შეხება გვაქვს ამგვარ დანაშაულებთან, რადგან უშუალოდ სახალხო დამცველის მოადგილის და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მნიშვნელოვანი საკითხები გენდერის და სქესის ნიშნით დისკრიმინაციაზე, მათ შორის ტერმინთა განმარტებები და არსებული პრაქტიკა და სტატისტიკა. პირადად მე, ტრენინგის დროს მიღებული ინფორმაცია და ცოდნა დამეხმარება ამ დანაშაულებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგისას, სამომავლოდ, შესაბამისი ანგარიშისა და რეკომენდაციის მომზადებაში.“ - აღნიშნა მაკა გაგიევმა.


11-13 ნოემბერს გამართული ტრენინგი პირველია მსგავსი ტრენინგების რიგში, რომლებსაც IDFI გეგმავს, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებებით მომუშავე პროკურორებისა და გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024