მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენური მდგომაროება თუ წინა წლებში დამალული სტატისტიკის შედეგი?
ბოლო წლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის თანმიმდევრული და სრულყოფილი გამოქვეყნება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. სამინისტროს მიერ დანაშაულის სტატისტიკის გასაჯაროების ქრონოლოგია, აჩენდა ეჭვებს, რომ უწყება ხელოვნურად აფერხებდა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.