დისკუსია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ: გამოწვევები და შესაძლებლობები

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 იანვარი 2019

როგორია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების დონე საქართველოში და რა როლი აკისრიათ სასწავლო დაწესებულებებს ამ პროცესში – ეს საკითხები განიხილებოდა 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროების, სასწავლო ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრის ორგანიზატორი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური დახმარებით.

 

შეხვედრის მონაწილეები  შეთანხმდნენ, რომ სასწავლო დაწესებულებები საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. 2015-2017 წლების მონაცემებით, საქართველოში ასეთ დაწესებულებებს უკვე 500-ზე მეტი პროგრამა აქვთ განხორციელებული 55,000-ზე მეტი საჯარო მოხელისთვის.

 

IDFI-ის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა, საბა ბუაძემ, შეხვედრის მონაწილეებს IDFI-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევა მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემაში სახელმწიფო და კერძო სასწავლო დაწესებულებების შესაძლებლობებისა და გამოცდილების შეფასებას, არსებულ საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველად დაწესებულებებში მოხელეთა პროფესიული განვითარების კუთხით არსებულ ვითარებას.

 

„კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო სერვისების მიწოდების მასშტაბი და ხარისხი განსხვავდება სასწავლო დაწესებულებებს შორის. გარდა ამისა, ტრეინინგ ცენტრებმა და სამინისტროებმა დამატებით რესურსები უნდა გამოყონ იმისათვის, რომ პროფესიული განათლების მიწოდება სისტემური და მდგრადი გახდეს“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.  

 

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, ეკატერინე ქარდავას, თქმით,„წარმოდგენილი კვლევის შედეგები თანხვედრაშია, როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, ასევე კანონქვემდებარე აქტით რეგულირებულ პროფესიული საჯარო მოხელის სწავლების სისტემასთან და საჯარო სამსახურის ბიუროს ხედვასთან. კვლევაში წარმოდგენილია საინტერესო მიგნებები და შეთავაზებები პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწასთან დაკავშირებით.“

 

UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ, ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული და განათლებული საჯარო მოხელეების არსებობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების წარმატებას განაპირობებს.   

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ბეგიაშვილმა, მიმოიხილა საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის დებულება, რომელიც სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის ერთიანი სტანდარტის დაწესებას გულისხმობს. ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, განისაზღვრა პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების შემადგენლობა და ის პირობები, რომლებსაც პროგრამები აკრედიტაციის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის სიახლეებსა და შესაძლებლობებზე. GIZ-ის წარმომადგენელმა ეთერ ჩაჩანიძემ დასაერთაშორისო ექსპერტმა კარიმ მეჯადიმ ისაუბრეს საერთაშორისო გამოცდილებაზე, მიმოიხილეს საქართველოს არსებული სისტემის ხარვეზები და მათი გამოსწორების გზები.

 

IDFI-ის ჩატარებული კვლევა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის უფრო მასშტაბური ხელშეწყობის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ახორციელებენ. ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 4.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღემატება, ხელს უწყობს საჯარო მმართველობის რეფორმას რამდენიმე საკვანძო მიმართულებით.

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

 

/public/upload/IDFI_2019/PAR2020/Role_of_Training_Centers_GEO_Printing.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024