ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ

სიახლეები | ტრენინგები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 ნოემბერი 2018

18-20 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა (MSDC) რეგიონული ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაატარეს.


ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი ხსენებული ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას აფასებს.


ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგნელებისთვის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას. მომავალში მათ ამ მეთოდოლოგიით მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები უნდა შეაფასონ.


ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს მუნიციპალიტეტების ანგარიშვადებულებისა და გამჭვირვალობის შეფასების როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. კერძოდ, ისინი დეტალურად გაეცნენ ინდექსის მეთოდოლოგიას და გადაეცათ შემფასებელთა სახელმძღვანელო.
ინდექსის მეთოდოლოგია სამი ნაწილისგან შედგება: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელ-მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციის ხარისხის შეფასების კრიტერიუმებსა და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების საშუალებებს.


ტრენინგს IDFI-დან უძღვებოდნენ თეონა ტურაშვილი და გოგა თუშურაშვილი, CTC-დან – თამარ ნასყიდაშვილი და MSDC-დან – კოკა კიღურაძე.


ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA), ასოციაცია „დეა“, დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM), მწვანე კავკასია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი - ბათუმი (CSI), სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი.


ტრენინგი ჩატარდა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური დახმარებით. 

 

ტრენინგის შესახებ ფოტოალბომი იხილეთ აქ

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024