ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

10 აპრილი 2020 image

კორონავირუსის პანდემიის გავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე

ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პანდემია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საქმიანობის შემაფერხებელი უმთავრესი ფაქტორი გახდა. 

8 აპრილი 2020 image

ღია მონაცემების მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში: საერთაშორისო მაგალითები და საქართველო

ვირუსი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო COVID-19-ის სახელით იცნობს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში აღმოცენდა, და სწრაფად მოედო აზიას, ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას. დღეის მდგომარეობით 1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და ეს ციფრი ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ქვეყნების მიხედვით ვარირებს საგანგებო სიტუაციისადმი არსებული განსხვავებული მიდგომების და  სხვა ზოგადი გარემოებების მიხედვით. 

7 აპრილი 2020 image

პანდემია და კორუფციული რისკები

ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის დეკრეტის პირველი მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია COVID-19-ის მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირება და დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა.

23 მარტი 2020 image

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადის განმავლობაში ელექტრონული საქმისწარმოების, ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის განსხვავებული წესები იმოქმედებს

2020 წლის 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებები იზღუდება. მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი დადგინდა ელექტრონულ საქმისწარმოებასთან, ადმინისტრაციულ წარმოებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.

17 მარტი 2020 image

კორუფციასთან ბრძოლის საგანმანართლებლო პროგრამა დისტანციურად გრძელდება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, უკვე მეექვსე თვეა, რაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება.

16 მარტი 2020 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეხუთე მოდული დაიწყო

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ თანამშრომლობის საფუძველზე მეექვსე თვეა, რაც ხორციელდება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც 8 მოდულისგან შედგება. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

11 მარტი 2020 image

კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საჯარო სამსახურში ქალებისა და კაცების მიერ განვლილი განსხვავებული კარიერული გზებისა და კარიერული წარმატებისადმი სუბიექტური აღქმები. კვლევის დროს გამოყენებულ იქნა სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდოლოგია. 

10 მარტი 2020 image

კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა - კვლევის პრეზენტაცია

10 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გამართა პირველი სისტემური კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც საჯარო სექტორში გენდერული თანასწორობის კუთხით სამუშაო გარემოს, კარიერულ სვლას და პროფესიულ განვითარებას ასახავს.

10 მარტი 2020 image

კვლევის - კარიერა საჯარო სამსახურში და გენდერული თანასწორობა - ძირითადი მიგნებები

IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები ადასტურებს, რომ საჯარო სამსახურში ქალი და კაცი მენეჯერების მიერ განვლილი გზა განსხვავებულია და ეს განსხვავებები გამოხატულია სხვადასხვა კულტურული პრაქტიკით, რომელთა მიხედვით, საჯარო სამსახურში ვლინდება გენდერული უთანასწორობა

26 თებერვალი 2020 image

ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

26 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გამართა.