ტრენინგი თემაზე - კიბერჰიგიენა კიბერუსაფრთხოებისთვის

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 აპრილი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლობის საფუძველზე, 21 აპრილს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლებს და IDFI-ს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში ჩაუტარეს ლექცია კიბერუსაფრთხოების შესახებ.

 

ონლაინ ლექციას უძღვებიდა CERT-GOV-GE -ის მენეჯერი დავით ქვათაძე, რომელმაც მსმენელებს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომელთა დაცვაც კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობისაა დღევანდელ სიტუაციაში.

 

„დღეს, როდესაც ბევრი ჩვენგანი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, როდესაც კიდევ უფრო გაზრდილია სახვადასხვა მოწყობილობის გამოყენების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის ძირითადი პრინციპების დაცვა. ტექნოლოგიების გამოყენების მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია კიბერუსაფრთხოების რისკებთან და სწორედ ამ რისკების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ინფორმირებულობა კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის ძირითადი პრინციპების შესახებ. ვიქრობ, დღეს მიღებულ ინფორმაციას ჩვენი მსმენელები წარმატებით გამოიყენებენ რეალურ გარემოში“, - დავით ქვათაძე, CERT-GOV-GE-ის მენეჯერი.

 

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნილი აქვს კიბერჰიგიენის ონლაინ კურსი და სპეციალური დისტანციური სწავლების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დისტანციურად მიიღოს ცოდნა კიბერუსაფრთხოების ყველა იმ ძირითადი მიმართულების შესახებ, რომელიც პერსონალური კიბერუსაფრთხოების დაცვის საფუძვლებს ეხება. მათ შორის ისეთ საკითხებზე როგორიცაა პერსონალური კომპიუტერის უსაფრთხოება, ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება, მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება, და სოციალური ქსელების უსაფრთხოება.

 

IDFI-ს წარმომადგენლებს აღნიშნული ონლაინ ლექციის შედეგად მიღებული ცოდნა დაეხმარება საკუთარ საქმიანობაში კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის უკეთესად დაგეგმვასა და განხორციელებაში.

 

აღსანიშნავია, რომ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებმა 15 აპრილს დაასრულეს სასწავლო კურსი - ელექტრონული მმართველობის შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების ლექცია კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი იქნება აღნიშნული კურსის მონაწილეებისათვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში.

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024