კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 22 აპრილი 2020

კორონავირუსის პანდემის გავრცელების პრევენციისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ინფორმირებას ხელისუფლების საქმიანობის, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, მათი ხარჯების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და კანონების, ასევე, იმ სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები სთავაზობენ ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს. ამგვარი მონაცემების დროული გამოქვეყნებით იზრდება ნდობა ხელისუფლების და მის მიერ გატარებული ქმედებების მიმართ, რაც ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.


პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით, შეჩერებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (სზაკ) გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები. ამ პირობებში იზრდება საჯარო დაწესებულებების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალე და არარაციონალური განკარგვის რისკები. ამ გამოწვევას მნიშვნელოვნად შეამცირებს საჯარო დაწესებულებების მიერ პანდემიის პირობებში გატარებული ღონისძიებების, შესაბამისი ხარჯებისა და მოქალაქეთა მომსახურების მიზნით განხორციელებული ინიციატივების შესახებ ინფორამციის პროაქტიული გამოქვეყნება.


შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინოა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მნიშვნელობა. რაც უფრო ღია და გამჭვირვალე მიდგომა ექნება ხელისუფლებას ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით, მით მეტად ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ მოქალაქეები. ასევე, გაიზრდება ნდობა კრიზისული ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ. გარდა ამისა, მკვლევარებს, დარგის სპეციალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს გაუმარტივდებათ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა.


ამ გარემოებების გათვალისწინებით, დოკუმენტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ რა ტიპის მონაცემების ხელმისაწვდომობაა საჭირო, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შესახებ. ვფიქრობთ, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი პანდემიის გამოწვევებსა და მასთან ბრძოლის საჭიროებებთან.


IDFI მადლობას უხდის, საქართველოს რეფორმების ასოციაციას (GRASS) პროაქტიაულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის შედგენისას მოწოდებული ღირებული კომენტარებისთვის და მოსაზრებებისთვის.

 

/public/upload/Blogs/List.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024