კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეშვიდე მოდული დაიწყო
სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, 8 ივნისს მეშვიდე მოდული დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს. მეშვიდე მოდულის განმავლობაში კურსის მსმენელები შეისწავლიან კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას; ქვეყნის წარმატების/ წარუმატებლობის განმაპირობებელ თეორიებს; კაპიტალიზმს, როგორც დომინანტი პოლიტ-ეკონომიკური მოწყობის მოდელს და მის ვარიაციებს; ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და განვითარების ძირითად გამოწვევებს.