ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

18 ივნისი 2020 image

მუნიციპალიტეტებისთვის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება გრძელდება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიისთვის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.

16 ივნისი 2020 image

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

15 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ღია მმართველობის საბჭოს დებულება. სხდომას, უმაღლესო საბჭოს წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

12 ივნისი 2020 image

საგანგებო ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზი

2020 წელს კორონავირუსის (COVID 19) პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია  მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე. პანდემიით განპირობებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ განაპირობა სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა.

11 ივნისი 2020 image

Covid 19-ის გავლენა საარჩევნო პროცესებზე მსოფლიოში

დემოკრატიულ ქვეყნებში, არჩევნების გადავადებას ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი შედეგები მოსდევს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ განვითარებადი სახელმწიფოები არიან, სადაც მსგავსი მასშტაბის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თან სდევს კრიზისული სიტუაციის გამწვავების პოტენციალი. 

11 ივნისი 2020 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მეშვიდე მოდული დაიწყო

სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, 8 ივნისს მეშვიდე მოდული დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს. მეშვიდე მოდულის განმავლობაში კურსის მსმენელები შეისწავლიან კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას; ქვეყნის წარმატების/ წარუმატებლობის განმაპირობებელ თეორიებს; კაპიტალიზმს, როგორც დომინანტი პოლიტ-ეკონომიკური მოწყობის მოდელს და მის ვარიაციებს; ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და განვითარების ძირითად გამოწვევებს.

5 ივნისი 2020 image

საქართველოს პარლამენტმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიშების განხილვა დაიწყო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას, რომ ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს ანგარიში (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიში“ ან „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიში“).

5 ივნისი 2020 image

FATF-ის მე-8 რეკომენდაცია არაკომერციული იურიდიული პირებისთვის

ევროკომისიის პროექტის “Global Facility on Anti-Money Laundering and Countering the Financing of Terrorism (GF-AML/CFT)” ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის საქართველოში გაიმართა ტრენინგი FATF-ის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

 

3 ივნისი 2020 image

საქართველოს ლობისტური საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში

წარმოდგენილი კვლევა მიმოიხილავს საქართველოს ლობისტურ საქმიანობას 2015-2020 წლებში, რაც მოიცავს დადებული ხელშეკრულებების  ანალიზსა და საქართველოდან განხორციელებული ფაქტობრივი გადარიცხვების შესახებ ინფორმაციას.

1 ივნისი 2020 image

ტრენინგი თემაზე - FATF-ის მე-8 რეკომენდაცია არაკომერციული იურიდიული პირებისთვის

ევროკომისიის პროექტის “Global Facility on Anti-Money Laundering and Countering the Financing of Terrorism (GF-AML/CFT)” ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იმართება საქართველოში ტრენინგი სახელწოდებით: FATF-ის მე-8 რეკომენდაცია არაკომერციული იურიდიული პირებისთვის.

23 მაისი 2020 image

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ახალისებს

2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის საქმიანობის მიზანს საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. „მედიააკადემია“ დაფუძნებულ იქნა საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის საფუძველზე, ამავე კანონებით დადგენილი მიზნების მისაღწევად.