აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 ივნისი 2020

22 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მართველობის საბჭოს მეორე სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრების მსურველ ორგანიზაციათა განცხადებები და ოფიციალურად დაამტკიცეს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა. სხდომას, უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

 

საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო და აჭარაში მოღვაწე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ა(ა)იპ  „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი აჭარა, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის, დემოკრატიის ინსტიტუტი.

 

საკონსულტაციო ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ღია მმართველობის საბჭოს სხდომებში, დაეხმარება საბჭოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებაში, წარუდგენს მას წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ამავდროულად, ღია მმართველობის საბჭომ მის წევრებსა და საკონსულტაციო ჯგუფში შემავალ ორგანიზაციებს 20 ივლისამდე განუსაზღვრა ვადა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების სამუშაო ვერსიების წარმოსადგენად.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს მხარდამჭერია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის მიზნით.   

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024