არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

განცხადებები 11 ივნისი 2024

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მიღებული „რუსული კანონი“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ვენეციის კომისიის დასკვნით წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მუხლებთან, ხოლო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეფასებით კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

 

„რუსული კანონი“ პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 თებერვლის №110 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი.“

 

მივმართავთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს), უმოკლეს ვადაში მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

ა(ა)იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა−საქართველო 

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ა(ა)იპ ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი

ა(ა)იპ ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024