ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

სიახლეები | ტრენინგები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 10 ივლისი 2024

2024 წლის 9 ივლისს, IDFI-მ, პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსის ფარგლებში გამართა ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე. კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდებმა მიიღეს პრაქტიკულ და თეორიული ინფორმაცია, საჯარო მონაცემების გამოთხოვის, მიღების და სხვადასხვა ონლაინ წყაროებიდან მოპოვების შესახებ. ტრენინგი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

 

 - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში

 - საჯარო ინფორმაციის განმარტება

 - არასაჯარო ინფორმაციის კატეგორიები

 - საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილის მომზადება

 - საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმები და გზები

 - საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები

 - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციები საქართველოში

 - მიღებული საჯარო მონაცემების გამოყენების მაგალითები

 - საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი

 - მნიშვნელოვანი მონაცემების მატარებელი საჯარო დაწესებულებების ვებგვერდები და პლატფორმები

 - სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილი მონიტორინგის პლატფორმები

 

ტრენინგი ჩატარდა ინტერაქციულ რეჟიმში. მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ სასურველი კითხვები და IDFI-ის წარმომდგენლებისგან მიეღოთ რჩევები ცალკეული მონაცემების მოსაძიებლად ეფექტური გზების მოსაძებნად. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა გააკეთეს ინდივიდუალური დავალება საჯარო პოლიტიკის სასურველ საკითხებზე მონაცემების მოპოვების მეთოდებსა და გზებზე, რომელზეც მიიღებენ IDFI-ის წარმომადგენლების უკუკავშირსა და რჩევებს. აღნიშნული დავალება მათ დაეხმარებათ კონკურსის ფარგლებში პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში.

 

პოლიტიკის დოკუმენტების კონკურსი გამოცხადებულია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის“ - ფარგლებში. მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების წახალისება, საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე მოამზადონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი /ანალიტიკური ნაშრომი და გააცნონ საზოგადოებას საკუთარი ხედვები კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.

 

კონკურსის დეტალური პირობებისა და გამარჯვებულთათვის გათვალისწინებული მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/73/

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024