აჭარის ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 ივნისი 2020

25 ივნისს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის ონლაინ შეხვედრა. საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრის გახსნით ნაწილში, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა, და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრმა, გიორგი კლდიაშვილმა, საკონსულტაციო ჯგუფის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუზიარა საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დანერგვის გამოცდილება. UNDP-ის პროექტის ოფიცერმა, ირინე ურუშაძემ, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ შესახებ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს OGP-ში ჩართულობის ხელშეწყობა.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას, IDFI-ს ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით მაისურაძემ, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს გააცნო ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპები, გამოწვევები, სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება და სამოქმედო გეგმის შექმნისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ მუშაობის ერთობლივ ფორმატზე.

 

საკონსულტაციო ჯგუფი შედგება საერთაშორისო და აჭარაში მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან. საკონსულტაციო ჯგუფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, ასევე, გაუწევს დახმარებას უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებაში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024