ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

26 თებერვალი 2020 image

ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

26 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გამართა.

 

21 თებერვალი 2020 image

ცვლილებები მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის რეგულირებაში

23 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს დებულება. დებულებაში ახლებურად არის ჩამოყალიბებული საბჭოს დაკომპლექტებისა და საქმიანობის რიგი საკითხები. მათ შორის გათვალისწინებულია ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებზეც IDFI გასულ წლებში მიუთითებდა.

21 თებერვალი 2020 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ანტიკორუფციული პოლიტიკის მოდული დასრულდა

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მსმენელებმა მესამე მოდული ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ (ანტიკორუფციული პოლიტიკა საჯარო დაწესებულებებში, კერძო და არასამთავრობო სექტორებში) წარმატებით დაასრულეს.

19 თებერვალი 2020 image

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიშის განიხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

მიმდინარე წლის 29 მაისს  ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ (საბჭო) შექმნა  სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შემსწავლელი თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი (სამუშაო ჯგუფი).  

17 თებერვალი 2020 image

ღია მონაცემების სახელმძღვანელო

ღია და ადვილად დამუშავებად ფორმატში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობამ ჟურნალისტებს საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა მისცათ. სხვადასხვა მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირებითა და პროგრამული ანალიზით, შესაძლებელი გახდა გამოაშკარავებულიყო საჯარო ფიგურებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების მანამდე უცნობი ბიზნეს კავშირები და ინტერესები, მათ საკუთრებაში არსებული ქონებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, უკანონო გარიგებები და საჯარო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა. 

13 თებერვალი 2020 image

ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

2020 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და დამტკიცდა საბჭოს დებულება და შემადგენლობა. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფოს სამივე შტოს წარმომადგენლები - სამინისტროების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე.

12 თებერვალი 2020 image

2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს.

7 თებერვალი 2020 image

გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესის ანალიზი

IDFI რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, რომ შემუშავდეს გენერალური პროკურორის შერჩევის დეტალური კრიტერიუმები, რომლებიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა. თითოეული კრიტერიუმი უნდა იყოს განმარტებული და საპროკურორო საბჭოს წევრებს ჰქონდეთ მათი გამოყენების და შეფასების ნათელი ინსტრუქცია.

31 იანვარი 2020 image

საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები უარესდება

2019-2020 წლებში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა. ყველა მათგანი მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი დონის კორუფცია სახელდება.

28 იანვარი 2020 image

EITI-სა და OGP-ის ურთიერთკავშირის მნიშვნელობა საქართველოსთვის

მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებითი მრეწველობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროა საქართველოსთვის, აღნიშნული სფერო მოკლებულია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.