ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

16 მაისი 2017 image

IDFI-ის შეფასება 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2016 წლის ღონისძიებების შესრულებაზე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა შეფასებები 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2016 წლის ღონისძიებების შესრულებაზე.

5 მაისი 2017 image

კერძო-საჯარო დიალოგი კანონპროექტების შემუშავების საწყის ეტაპზე

პოლიტიკის ნარკვევის მიზანია, გამოკვეთოს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე, კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებამდე, მასში ასევე მოცემულია ამ დიალოგის წარმატებით ჩატარების მცირე გზამკვლევი.   

3 მაისი 2017 image

საინფორმაციო სესია: მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო

2017 წლის 2 მაისს, კლუბ „ლოლიტა“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. შეხვედრა ჩატარდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.

3 მაისი 2017 image

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2017 წლის 2 მაისს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

1 მაისი 2017 image

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის №69/ო ბრძანებით 27 აპრილს დამტკიცდა სამინისტროს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია 2017-2020 და მისი განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. 

11 აპრილი 2017 image

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ახალი სისტემა – IDFI-ის შეფასება

IDFI კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ძალისხმევას, აღმოფხვრან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემაში არსებული ხარვეზები. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა, თანამდებობის პირთა დეკლარაციები აღარ ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და რეალურად მოწმდებოდეს დეკლარაციებში მოცემული მონაცემთა სისწორე.

 

5 აპრილი 2017 image

ღია მმართველობის პარტნიორობის წარმომადგენლების შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან

2017 წლის 5 აპრილს, თბილისში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამდივნოს დირექტორის ჯო პაუელისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის პოლ მაასენის შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა OGP-ის პროცესში ეროვნულ დონეზე ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს - საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, თბილისის მერიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს - ერთობლივად განეხილათ საქართველოს ხედვა, გეგმები და მოლოდინები 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით.

4 აპრილი 2017 image

დისკუსია „კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტის კონცეფციის შემუშავების ეტაპზე“

“საჯარო თანამონაწილეობა აუცილებელია ეფექტიანი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. IDFI-ის მიმდინარე ინიციატივა ერთადერთია, რომლიც ამოწმებს კანონპროექტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხს“ - განაცხადა თამარ ქაფიანიძემ(USAID G4G) მის მისასალმებელ სიტყვაში დისკუსიაზე „კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობა კანონპროექტის კონცეპტუალური შემუშავების სტადიაზე“.

24 მარტი 2017 image

IDFI-ის რეკომენდაციები 2017-2018 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაზე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა მოსაზრებები და რეკომენდაციები ახალ, 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაზე.

23 მარტი 2017 image

ევროპის ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერთა და ომბუდსმენთა მიმართვა

მიმდინარე წლის 23-24 თებერვალს, ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპის ქვეყნების ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერთა და ომბუდსმენთა მიერ ხელმოწერილ იქნა ერთობლივი რეზოლუცია. კომისიონერები და ომბუდსმენები მოუწოდებენ ევროპის მთავრობებს, დაიცვან ინფორმაციის თავისუფლება და გააძლიერონ ინფორმაციის კომისიონერთა და ომბუდსმენთა როლი საკუთარ სახელმწიფოებში.