IDFI-მ გაეროს განვითარების მიზნების შესახებ გორში შეხვედრა გამართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 სექტემბერი 2017

IDFI-მ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები იყო. 

 

IDFI-ის წარმომადგენელმა საბა ბუაძემ მონაწილეებს გააცნო მდგრადი განვითარების მიზნები და მათში შემავალი ამოცანები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალაქ გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.


IDFI-ის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შემავალი ნაწილები და ამ კუთხით საქართველოში მიმდინარე ნაციონალიზაციის პროცესი, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად ახორციელებს. ვინაიდან მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება არ არის მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანა და მასში ხელისფლების სხვადასხვა შტოებთან ერთად კერძო და არასამთავრობო სექტორიც უნდა მონაწილეობდნენ, დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მუნიციპალურ სტრატეგიებში მდგრადი განვითარების მიზნების ასახვა იყო. როგორც მუნიციპალური საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ხშირად უწევთ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; მდგრადი განვითარების დღის წესრიგის პრიორიტეტების ასახვა სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება.


სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობას. შეხვედრაზე გამოთქმული იყო მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი საკოორდინაციო მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების ჩართულობას მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.


IDFI და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აგრძელებენ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სამომავლოდ შეხვედრების ჩატარებას გეგმავენ სტუდენტებთან, საჯარო მოხელეებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024