მიზანი №1 - ყველა სახის სიღარიბის აღმოფხვრა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 სექტემბერი 2017

 

ესეს ავტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ანა გიორგაშვილი და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. 

 

----------

 

,,ხშირად მეკითხებიან, თუ რა არის ადამიანის უფლებათა ყველაზე სერიოზული დაღვევა დღეს

და ჩემი პასუხი უცვლელია: უკიდურესი სიღარიბე’’. მ.რობინსონი

 

მდგრადი საზოგადოებრივი განვითარება - ეს გახლავთ მსოფლიო თანამეგობრობის პრიორიტეტული მიზანი, რომელმაც თავისი ძალები გააერთიანა სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

 

როგორც მოგეხსენებათ, სიღარიბე ეს არის ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უუნარობა, ვინაიდან ასეთ ცხოვრებაში ჩართვისთვის უპირველესად საჭიროა ფინანსური რესურსების ფლობა, ღარიბებს კი სამწუხაროდ, ეს რესურსი არ გააჩნიათ.

 

საქართველოში სიღარიბე რამდენიმე მაჩვენებლით განისაზღვრება, ესენია: რეგისტრირებული სიღარიბისა და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ზუსტ სურათს ე.წ რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელი გადმოსცემს, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საარსებო შემწეობის მიმღებ მოსახლეობას. აღნიშნულის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება ის სურათი, რომელიც გვიჩვენებს სიღარიბის მაჩვენებლებს რიცხვით გამოხატულებაში. რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელმა 2015 წელს - 10,1% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით, 2014 წელს სიღარიბე 11,6% იყო. 9,7 % იყო 2012-2013 წლებში, თუმცა 2014 წლიდან სიღარიბის ფარდობითი მაჩვენებლის ზრდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების გათვალისწინებითაა გამოწვეული.

 

აქვე უნდა დავძინოთ ის ფაქტი, რომ საქართველო საარსებო მინიმუმის მაჩვენებლით, მსგავს ქვეყნებს შორის ერთ - ერთი უკანასკნელია. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა, ლარის გაუფასურების და ინფლაციური წნეხის ფონზე საარსებო მინიმუმი ვერ ასხავს რეალურ სურათს.

 

2009-2011 წლებში საქართველოში სიღარიბის შთამბეჭდავი შემცირება შეინიშნა, ხოლო 2011-2013 წლებში სიღარიბის შემცირების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა, ოდნავ შემცირდა უთანასწორობაც, მაგრამ მიუხედავად ამისა სიღარიბის მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალია.

 

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ეკონომიკური ზრდა ვერ აისახა სიღარიბის მაჩვენებელზე, შეიძლება დასახელდეს სტაგნაცია სოფლის მეურნეობაში. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის წარმოება და მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში წლიდან წლამდე მცირდება.

 

რაც შეეხება სიღარიბეში დაბადებულ ბავშვს, მათ ძალიან ბევრი რამ აკლიათ. ხშირად სიღარიბე მთელი მათი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადრეულ ასაკში სიღარიბემ, შეიძლება გამოიწვიოს ხანგძილივი გონებრივი და ფიზიკური დარღვევები. 2011-2013 წლის მონაცემები, გვიჩვენებს. რომ უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი მთლიან მოსახლეობაში და ბავშვებში არის 4% და 6%. შესაბამისად ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია ბავშვებში. უფრო მეტიც 2011 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში ფარდობითი სიღარიბე 20%_დან 27%_მდე გაიზარდა.

 

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სიღარიბე ეს ნომერ პირველი პრობლემაა, რომლის აღმოსაფხვრელად საჭიროა დიდი ძალისხმევა და სწორი სტრატეგიები. საინტერესოა თუ რა გააკეთა საქართველომ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

 

ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სიღარიბის დონის შესამცირებლად 2004 წელს მთავრობა გამოვიდა ახალი ინიციატივით. მიზანი შემდეგი იყო: კორუფციასთან ბროძალა, საჯარო სექტორის ეფექტურობის გაზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობდა ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

 

ოთხი წლის შემდეგ მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა ,, ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე’’. პროექტი გულისხმობდა, დასაქმების შესაძლებლობების შექმნას, ეფექტურ შრომის კანონმდებლობაზე დაყრდნობით. 2006 წელს შემოვიდა მიზნობრივი სოციალური დახმარება, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 10 % _ის ფინასურ დახმარებას. 2011 წლის აპრილისთვის, საქართველოში 145 665 ოჯახი ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებას იღებდა.

 

2008 წელს შეიქმნა სამედიცინოს დაზღვევის პროგრამა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის. შედეგი შემდეგი იყო ამ წელს სიღარიბის მაჩვენებელი 23%_მდე შემცირდა ამასთანავე, მიუხედავად სწრაფი ეკონომიკური ზრდისა, დაეცა დასაქმების მაჩვენებელი.

 

მე ვფიქრობ, აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი, გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და დავძლიოთ ის უკიდურესი სიღარიბე, რომელიც დღეს საქართველოშია. სხვადასხვა მექანიზმს შორის, რომელიც სახელმწიფოს ეხმარება სიღარბის დაძლევაში, სხვათაშორის გრძელვადიან პერსპექტივაში, ყურადღება მინდა გავამახვილო ტურიზმზე. სწორედ ტურიზმია  ის ეფექტური მექანიზმი, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლობას ეკონომიკური აქტივობისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს უქმნის. ბევრ განვითარებად თუ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში შემოსავლის ძირითადი ნაწილი, სწორედაც, რომ ტურიზმიდან მოდის.

 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ შეისწავლა თუ რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოიტანოს ტურიზმმა სხვადასხვა ქვეყანაში ღარიბ მოსახლეობას. ორგანიზაციამ გამოავლინა შვიდი მიმართულება, რაც მოგვიანებით ,,სიღარიბის დაძლევის 7 მექანიზმად იქცა’’. ეს მექანიზმებია:

 

1. სოციალურად დაუცველთა დასაქმება ადგილობრივ ტურისტულ ორგანიზაციებში;

 

2. საქონელსა და მომსახურების მიწოდებაში სოციალურად დაუცვლეთა ჩართვა;

 

3. სოციალურად დაუცვლეთა ჩართვა პროდუქტების განვითარებასა და გაყიდვაში;

 

4. სოციალურად დაუცვლეთა დახმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ტურისტული მომსახურების ბიზნესების დაფუძნებაში;

 

5. ადგილობრივი ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადებიდან რეფინასირების მექანიზმის შემუშავება საზოგადოებრივი კეთილდღეობის პროექტებისთვის;

 

6. მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, კერძო სექტორის და ტურისტების ჩართვა რეგიონის განვითარებაში;

 

7. ინფრასტურქტურული პროექტების დაფინანსება, რომელიც ირიბად ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველთა ეკონომიკურ აქტივობას.

 

საქართველო არის ქვეყანა, რომლის რეგიონებსა თუ სოფელს აქვს უნიკალური მისთვის დამახასიათებელი ფოლკლორული კულტურა, რომელსაც აქვს უნარი იმის, რომ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტად იქცეს. აუცილებელია აღნიშნული მექანიზმის გამოყენება ჩვენს ქვეყანაში. შესაძლებელია ფინანსების არ ქონის გამო სრულიად ვერ მოხდეს მისი ადაპტირება, მაგრამ მისი გარკვეული დოზით განხორციელება გაზრდის რეგიონის კონკურენტუნარიანობას. გლეხს, ღარიბ მოსახლეობას შეექმნებათ შესაძლებლობა დასაქმების, პროდუქციის ბაზრზე გატანის და უკეთესი მომავლის შექმნისა.

 

თითოეული ჩვენგანის ვალია შევქმნათ ის მომავალი, სადაც ნაკლები ბავშვი იქნება მშიერი, სადაც ნაკლები ადამიანი იქნება უბედური სიღარიბის გამო. შევქმნათ ქვეყანა, რომელსაც ექნება ძლიერი სოფელი, განათლებული მოსახლეობა და ბედნიერი მომავალი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024