ლაგოდეხში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ IDFI-მ საჯარო ლექცია გამართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 ნოემბერი 2017

 IDFI-მ  ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში „გაეროს  მდგრადი      განვითარების მიზნების“ შესახებ მორიგი ლექცია  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამართა. ორგანიზაციის  ანალიტიკოსმა, მარიამ  თუთბერიძემ დამსწრე საზოგადოებას  გააცნო მდგრადი განვითარების  მიზნების ეროვნული დოკუმენტი  და ამ პროცესში განხორციელებული  ღონისძიებები. 

 

 შეხვედრაზე ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნების  საერთაშორისო და  ეროვნულ მნიშვნელობაზე და საქართველოს  ცენტრალური და ადგილობრივი  საჯარო დაწესებულებების  როლზე გლობალური დღის წესრიგის  განხორციელებაში.  შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიზნების შესრულების  პროცესში  სამოქალაქო საზოგადოების როლი და ის მექანიზმები, რომელთა  საშუალებითაც უნდა მოხდეს 2030 წლის დღის წესრიგის  გარშემო მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესება.

 

 რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

 

 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა  მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი  სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი  განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა,  გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე.

 

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას.

 

საჯარო ლექციები ტარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში პროექტისთვის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელსაც ახორციელებენ IDFI და UNDP შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024