რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია დაამტკიცა

სიახლეები | კარგი მმართველობა | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 1 მაისი 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის №69/ო ბრძანებით 27 აპრილს დამტკიცდა სამინისტროს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია 2017-2020 და მისი განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.

 

ეს პოლიტიკის დოკუმენტები USAID-ის  დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (Good Governance Initiative) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, IDFI-ს და სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა. პროექტის მიზანი იყო მმართველობის სფეროში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება და გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაუმჯობესება, როგორც სამინისტროში ისე მის დაქვემდებარებაში და მართვაში არსებულ სუბიექტებში.

 

პროექტის ფარგლებში IDFI-მ შეაფასა სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში არსებული გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების საკითხებთან. შეფასების მომზადებისას IDFI დაეყრდნო როგორც სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გამოკვეთილი ხარვეზების ანალიზს, ისე კერძო კომპანიების, დამოუკიდებელი ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს. სიტუაციური ანალიზის საფუძველზე IDFI-ის აქტიურად ჩართულობით შემუშავდა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა.

 

სტრატეგიული დოკუმენტები ეფუძნება, როგორც გამოვლენილი პრობლემების ანალიზს, ისე იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია საჯარო მმართველობის და ანგარიშვალდებულების სფეროში. ამ ტიპის სექტორული დოკუმენტების შემუშავება ეხმიანება ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის (ACN) საქართველოს მონიტორინგის მეოთხე რაუნდის ანგარიშს, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. ანგარიშის პირველ რეკომენდაციაში ხაზგასმულია კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ხარისხის შეფასების მნიშვნელობა და რეკომენდირებულია ცალკეულ დაწესებულებებში და ამ კუთხით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

 

სტრატეგიულ დოკუმენტებში გამოყოფილია ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება:

 

- გამჭვირვალობის და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა;

 

- ეთიკის და კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების გაუმჯობესება;

 

- ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება;

 

- დაგეგმვის, მონიტორინგის და შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დახვეწა.

 

სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში მოცემულია ღონისძიებები, რომელიც მიმართულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკენ, ღია მონაცემებთან დაკავშირებით შესაძლებლობების განვითარებისკენ, ელექტრონული ჩართულობის საშუალებების დანერგვისკენ, მოქალაქეთა მონაწილეობის არსებული მექანიზმების გაუმჯობესებისკენ, საჯარო ეთიკის და მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისკენ, ადამიანური რესურსების ეფექტური დაგეგმვისკენ და მონიტორინგის და შეფასების სფეროში თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებისკენ.

 

2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში შესული ღონისძიებები მოიცავს, როგორც ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართულ აქტივობებს, ისე შიდა რეგულაციების ცვლილებას და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადებას. მაგალითად, სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ აქტივობებს, რომლებიც დაკავშირებულია გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების გარემოს გაუმჯობესებისკენ:

 

- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაუმჯობესება;

 

- ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება სამინისტროს მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში;

 

- შინაგანაწესებში ცვლილებების შეტანა ეთიკისა და კეთილსინდისიერების დაცვის უზრუნველსაყოფად;

 

- ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მიმართულია გამჭირვალე სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვისკენ;

 

- სამინისტროს მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში თანამშრომელთა შეფასების, წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა;

 

- სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული უწყებების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მიმდინარეობის შეფასების მექანიზმის გაუმჯობესება.

 

 

სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს სამინისტროს მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში კარგი მმართველობის პრინციპების დამკვიდრებას.

 

IDFI ასევე დაეხმარა სამინისტროს სამოქმედო გეგმის ინდიკატორების ჩამოყალიბებაში და  მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავებაში, რაც უზრუნველყოფს პროცესის მდგრადობას და შესაძლებლობას მიცემს სამინისტროს და საზოგადოებას გაზომონ მიღწეული შედეგები.

 

IDFI დაეხმარა სამინისტროს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვის ორგანიზებაშიც, რომელიც 21 მარტს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. საჯარო განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე დარგის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის გაუმჯობესების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნის ვალდებულება სამინისტრომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო, რაშიც IDFI სამინისტროს აქტიურად უჭერდა მხარს. ამ ტიპის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნა ზედმიწევნით პასუხობს საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების გამოწვევას, რომელსაც საქართველომ მესამე სამოქმედო გეგმაშიც მიანიჭა პრიორიტეტი.

 

IDFI მნიშვნელოვნად მიიჩნევს კორუფციის პრევენციისათვის კეთილსინდისიერების ამაღლების სექტორული და ინდივიდუალური პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, რადგან ცალკეულ უწყებაზე მორგებული მიდგომის გამოყენებით უფრო მარტივია პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზების დასახვა.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/anticorruption/Order_1.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გიწვევთ გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციასა და ონლაინ დისკუსიაზე

21.01.2021

სახელმძღვანელო გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ

18.01.2021

ინტერვიუ ირინა ფლიგესთან

13.01.2021

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო

29.12.2020
განცხადებები

OECD-SIGMA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით IDFI-სა და GYLA-ს ერთობლივი განცხადება

20.01.2021

სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის ბრიფინგზე

20.01.2021

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების შესახებ

17.12.2020

კოალიცია ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას მუქარის შესახებ

15.12.2020
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობის გაზრდილი მნიშვნელობა - პერსპექტივა დაკვირვების საფუძველზე (OGP 2030)

26.11.2020

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო - მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება

06.11.2020

1930-იანი წლების რეპრესიების მეხსიერება - რას და რატომ ვიხსენებთ?

13.10.2020

გასაბჭოება - საბჭოური კოლექტიური მეხსიერების პირველი საფეხური

13.10.2020