გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 მაისი 2017

2017 წლის 20 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა საქართველოს სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე. შეხვედრის მიზანი იყო გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ეროვნული ამოცანების, მათი ინდიკატორებისა და ექსპერტის მიერ შემოთავაზებული შეფასების მექანიზმების განხილვა.


სამუშაო შეხვედრა მოეწყო IDFI-ის მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.

 

რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

 

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე.

 

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას.

 

მე-16 მიზანი - მშვიდობა, სამართლიანობა და ეფექტური ინსტიტუტები, აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ამოცანებს, როგორიცაა:


• კორუფციისა და მექრთამეობის მნიშვნელოვნად შემცირება;


• ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების განვითარება; 


• ძალადობის ყველა ფორმის და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევათა რაოდენობის შემცირება ყველგან;


• კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე და თითოეული ადამიანისთვის მართლმსაჯულებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა.

 

სამუშაო შეხვედრაზე განხილული საკითხები

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და IDFI-ისთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ მე-16 მიზნის და მისი ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულებები. კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
მონაწილეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ის ამოცანები და ინდიკატორები, რომელიც საქართველოს უნდა მიესადაგოს. ასევე განხილულ იქნა მე-16 მიზნის და მისი ამოცანების შესრულების უფრო ეფექტური მონიტორინგისთვის საჭირო, ექსპერტის მიერ შემოთავაზებული დამატებითი ინდიკატორები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უწყებები განაგრძობენ მუშაობას დამატებით ინდიკატორების შესარჩევად.


გარდა ამისა, შეხვედრა დაეთმო ინდიკატორების შეფასების ფურცლის (ე.წ. სცორეცარდ) და ინდიკატორების მეტამონაცემების ცხრილის ანალიზს. IDFI-მ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ განიხილეს დოკუმენტების შევსების წესი და მათი საბოლოო მიზანი. ინფორმაციის დამუშავებისა და შეჯამების შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს საშუალება ექნებათ, გაზომონ არსებული ინდიკატორების ხარისხი და ის, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს მე-16 მიზნის და მისი ამოცანების შესრულება.


მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანებზე და ინდიკატორებზე შეჯერების შემდეგ, პასუხისმგებელი უწყებები შეავსებენ ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებს, რაც მათ არსებული ვითარების ანალიზში დაეხმარება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო პროცესის გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის ელექტრონული პლატფორმის შემუშავებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024