ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

15 დეკემბერი 2015 image

საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფებმა წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამეს

14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა სასტუმროში - რუმს ჰოტელ თბილისი. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" შედეგების წარდგენა, და საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016-ში გაწერილი ვალდებულებების შესრულების განხილვა.

14 დეკემბერი 2015 image

14 დეკემბერს გაიმართება „ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა“ კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება

2015 წლის 14 დეკემბერს, 18:30 საათზე, რუმს ჰოტელ თბილისში, გაიმართება კონკურსის ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა" მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის მიზანი იყო საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება.

11 დეკემბერი 2015 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2010-2015 წლების შემაჯამებელი ანგარიში

2015 წლის 11 დეკემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მართავს 2010-2015 წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას. ანგარიში მომზადდა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ ფარგლებში, რომელსაც IDFI-ი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და „ღია საზოგადოების ფონდების ფინანსური“ მხარდაჭერით 2010 წლიდან ახორციელებდა.

 

11 დეკემბერი 2015 image

IDFI-მ ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებები გამოავლინა

11 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ (OSGF) გამართა ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც შეჯამებულია ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში 2010-2015 წლებში.

 

7 დეკემბერი 2015 image

ლოგისტიკური სისტემის ეფექტიანობა და საქართველო

მსოფლიო ბანკის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს ლოგისტიკური სისტემის ეფექტიანობის დონე საკმაოდ დაბალია: ჩვენი ქვეყანა რეიტინგის ასეულს მიღმა იკავებს ადგილს და ჩამორჩება არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ტაჯიკეთი.

4 დეკემბერი 2015 image

ლიგამუსში პარლამენტის ღიაობის საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართა

3 დეკემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით ილიას უნივერსიტეტის წიგნის სახლში - ,,ლიგამუსი" - საჯარო დისკუსია გაიმართა პარლამენტის ღიაობის საკითხებზე.

1 დეკემბერი 2015 image

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პარლამენტის ღიაობის საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართება

3 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები - თამარ კორძაია და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე გამართავენ შეხვედრას საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე.

30 ნოემბერი 2015 image

კონკურსის - ღია პარლამენტი-ახალგაზრდების ხმის - მონაწილეები თამარ კორძაიას შეხვდნენ

30 ნოემბერს კონკურსის ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა" ფარგლებში 40-მდე მონაწილე საქართველოს პარლამენტს ეწვია. ტრენინგი გაიმართა პროექტის - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" ფარგლებში.

25 ნოემბერი 2015 image

2014 წელს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა განთავისუფლების სტატისტიკური ანალიზი

2014 წელს სხვადასხვა მიზეზით საჯარო დაწესებულებებიდან განთავისუფლდა 8 388 თანამშრომელი. საქართველოს 17 სამინისტროდან და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ჯამში განთავისუფლდა 1 737 თანამშრომელი, მათი უმრავლესობა 1 225 თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

24 ნოემბერი 2015 image

IDFI-მ ტრენინგი ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა ჩაატარა

15 და 22 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამართა ტრენინგი სახელწოდებით ,,ღია პარლამენტი - ახალგაზრდების ხმა". ტრენინგი გაიმართა პროექტის - ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი პროგრამის ,,საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერების" ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.