მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა როგორც ღიაობისა და სოციალური დიალოგის საფუძველი

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 26 თებერვალი 2016

მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI) გლობალური სტანდარტია, რომელსაც მრავალი სახელმწიფო, დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია უჭერს მხარს. ინიციატივა მიზნად ისახავს ეროვნული რესურსების ღია და ანგარიშვალდებულ მენეჯმენტს და ამ თვალსაზრისით მთავრობათა და კომერციული იურიდიული პირების მართვის სისტემების გაუმჯობესებას.


დღეს, მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI) განსაკუთრებით რელევანტურია საქართველოში, რადგან აშკარაა საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა ბუნებრივი რესურსების გამოყენებასა თუ ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებზე, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და კონფლიქტები სოციალურ ნიადაგზე. მაგალითად, ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული პირების გაფიცვები, საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოსთან დაკავშირებით დაწყებული დაპირისპირება, რუსეთიდან შესაძლო დამატებითი გაზმომარაგების საკითხი, კომპანია ფრონტერას მიერ საქართველოს გაზის რესურსებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. EITI ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ზრდას და მხარეთა შორის (კომერციული იურიდიული პირი და დასაქმებულები) დავის გადაწყვეტას. მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა არის საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელოვანი გარანტი და დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის წარმართვის საფუძველი.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს EITI-ში გაწევრიანებას. კერ კიდევ 2012 წელს მომზადებულ რეკომენდაციებში იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივა - ,,მოპოვებითი და ტრანზიტის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) დანერგვა და განხორციელება საქართველოში", ისევე როგორც, 2013 წელს ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებში - ,,მოპოვებითი და ტრანზიტის გამჭვირვალობის ინიციატივის საქართველოში განხორციელება (EITI)."


საქართველოში მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის პრინციპებისა და პრაქტიკის დანერგვა - ნავთობისა და გაზის ოპერაციებიდან, ისევე როგორც, წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლის და სხვა გადასახადების, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება - მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნეს გარემოს. მოქალაქეებს შეეძლებათ ყოველწლიურად ნახონ მონაცემები, სადაც ასახული იქნება სხვადასხვა კომერციული იურიდიული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზისა და ნავთობსადენების, ასევე წიაღისეული სარგებლობის შედეგად საქართველოს ბიუჯეტში ასახული შემოსავლები. პროექტში ჩართული უნდა იყოს როგორც საქართველოს ენერგეტიკისა, და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ისე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სს ,,საქართველოს რკინიგზა," ისევე როგორც, ინდუსტრიაში ჩართული ნებისმიერი კომერციული იურიდიული პირი.


სახელმწიფოს მიერ ლიცენზიების, ნებართვების გაცემის გზით კონკრეტული კომერციული იურიდიული პირისგან მიღებულ სარგებელზე ინფორმაცია შესაძლებელია განეკუთვნებოდეს კომერციულ საიდუმლოებას. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა მოხდეს კონკრეტული კომერციული იურიდიული პირის თანხმობით ან კომერციული იურიდიული პირის მიერ.



IDFI კვლავ მხარს უჭერს მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივაში საქართველოს მიერთებას. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა გააუმჯობესებს საინვესტიციო და ზოგადად, ბიზნეს გარემოს, კორპორატიულ მმართველობას, სახელმწიფო პოლიტიკის ღიაობას, აამაღლებს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობას და კონტროლს ტრანზიტსა წიაღისეულის მოპოვებაზე, რის შედეგადაც გაუმჯობესდება მთავრობისადმი მოქალაქეების ნდობა და შემცირდება კორუფციის რისკები.

 

წინამდებარე კვლევაში განხილულია მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (Extractive Industries Transparency Initiative - EITI), მისი მიზანი და საქართველოში დანერგვის პერსპექტივები. ბუნებრივი რესურსები ქვეყნის დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს, მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა კი, სახელმწიფოებს და სამოქალაქო საზოგადოებას ეხმარება, რომ უფრო ეფექტიანად და საზოგადოების სასარგებლოდ განხორციელდეს რესურსების მართვა. ბუნებრივი რესურსების კეთილგონივრული და წინდახედული გამოყენება შესაძლოა მნიშვნელოვანი მექანიზმი იყოს მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. ბუნებრივი სიმდიდრის არასწორი მენეჯმენტი უარყოფით ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, მათ შორის ხელს უწყობს კორუფციის ზრდას და საზოგადოებაში კონფლიქტების გაღვივებას.

 

 /public/upload/Davit/The Extractive Industries Transparency Initiative geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024