საკონსულტაციო ჯგუფმა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მხარდაჭერის გზებზე იმსჯელა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 თებერვალი 2016

23 თებერვალს გაეროს სახლში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განსაზღვრეს საბჭოს შემადგენლობა, აირჩიეს საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე და იმსჯელეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთვის მხარდაჭერის გზებზე. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობაში და ქვეყნის შიგნით და გარეთ გამართულ ღონისძიებებში.


ასევე, საკონსულტაციო საბჭომ განიხილა 5-6 მარტს დაგეგმილი გასვლითი სამუშაო შეხვედრის დეტალები, რათა გასვლითი სამუშაო შეხვედრა უფრო ეფექტიანი და შედეგიანი იყოს.


შეხვედრის გახსნისას, გიგი ბრეგაძემ - გაეროს განვითარების პროგრამის თბილისის ოფისის დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა - მონაწილეებს საპარლამენტო ღიაობის თვალსაზრისით მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაში საპარლამენტო ღიაობის თვალსაზრისით განხორციელებულ აქტივობებში წამყვანია და ჩვენს მიერ გაკვალულ გზას უკრაინა მიყვება მათ მიერ შემუშავებული ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის სახით. შეხვედრაზე მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქართული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საერთაშორისო არენაზე.


24-26 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი საკანონმდებლო ღიაობასა და ღია მმართველობის პარტნიორობის საკითხებზე სლოვაკეთში გამართულ კონფერენციას დაესწრება. კონფერენციაზე გიორგი კლდიაშვილი, დეპუტატ გუგული მაღრაძესთან ერთად მონაწილეებს საქართველოს გამოცდილებას გააცნობს და ისაუბრებს საქართველოს საკანონმდებლო ღიაობის პროგრესზე ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში.


მონაწილეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის მნიშვნელობას, რომელიც სამოქმედო გეგმის პირველი შესრულებული ვალდებულებაა და აღნიშნეს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულყოფილი შესრულებისათვის, აუცილებელია, რომ საკონსულტაციო ჯგუფმა დიდი მობილიზება და აქტიური ჩართულობა გამოიჩინოს.


საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობას მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024