IDFI-ს დირექტორმა მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში - ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 თებერვალი 2016

24-26 თებერვალს სლოვაკეთში გაიმართა კონფერენცია ღია პარლამენტისა და მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და დეპუტატი - ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე გუგული მაღრაძე. მათ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გააცნეს და ისაუბრეს საქართველოს საკანონმდებლო ღიაობის პროგრესზე ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში.


კონფერენცია ,,ღია პარლამენტები, მოქალაქეთა ჩართულობა“ აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორების ინიციატივით კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016 დაურიგდათ. აღნიშნული სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებას მოიცავს, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, მოქალაქეთა ჩართულობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომის პრინციპებს ემყარება და საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფისა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის თანამშრომლობით შემუშავდა. ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იყვნენ 14 არასამთავრობო და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია.


გიორგი კლდიაშვილმა და გუგული მაღრაძემ საქართველოს გამოცდილებაზე შემდეგ სესიებში ისაუბრეს: საკანონმდებლო ღიაობის სამოქმედო გეგმები და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მექანიზმები, და საკანონმდებლო პროცესებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მექანიზმები. 

 

გიორგი კლდიაშვილმა კონფერენციაზე განიხილა OGP-ში საქართველოს წარმატებული ჩართულობისა და პარლამენტის ღიაობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო სექტორისა და პარლამენტის თანამშრომლობა. მან ყურადღება გაამახვილა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესსა და განხორციელების ეტაპზე. გიორგი კლდიაშვილმა ასევე მიმოიხილა საქართველოში საპარლამენტო ღიაობის უზრუნველყოფის პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ნაბიჯები.

 

გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ნების არსებობას, რათა წარმატებით და აქტიურად განხორციელდეს სამოქმედო გეგმა. დეპუტატმა ისაუბრა ახლადშექმნილი ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს არსებობის მნიშვნელობაზე საპარლამენტო ღიაობის სამომავლო განვითარებისთვის.


ამჟამად, IDFI ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში,“ რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), რომელიც საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობაში და ქვეყნის შიგნით და გარეთ გამართულ ღონისძიებებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024