თბილისის მერიის ახალი პორტალი - ნაბიჯი გამჭვირვალე და ღია მმართველობისკენ
დღეს სატესტო რეჟიმში გაეშვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი ვებ-გვერდი - www.tbilisi.gov.ge. გვინდა მივესალმოთ აღნიშნულ ფაქტს და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თბილისის პორტალის კონცეფცია შემუშავებული იქნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში: თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.