რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 22 ივლისი 2015

საინიციატივო ჯგუფმა კვლევა მოამზადა ვებ-გვერდისთვის damoukidebloba.com

 

2015 წლის მაისში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის წინ ორი კონფერენცია გაიმართა, სადაც საერთაშორისო მედიისა და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იმ გზებზე იმსჯელეს, რითიც შესაძლებელი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. კონფერენციისას რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურებაზე საუბრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი და აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მთავარ იარაღად ადგილობრივ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს.

 

გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ანტი-დასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებში. ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრო-რუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს. ამავე დროს ის ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთს (აშშ, ევროკავშირი) საქართველოს მტრად წარმოაჩენენ, გამოირჩევიან ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებებით და აქცენტს აკეთებენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ აღდგენაზე, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ან საქართველოს ნეიტრალიტეტზე.

 

წინამდებარე კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ამგვარი რიტორიკით გამოირჩევიან. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ორი ორგანიზაცია არის აღსანიშნავი - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“.

 

საინტერესოა, რომ თითოეული ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პარალელურად სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც არიან.

 

მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“. ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები „საქინფორმი“ და „ივერიონი“. „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან, ერთად არის „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“.

 

ორგანიზაცია „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულია „ერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე პრო-რუსული რიტორიკით გამოირჩევა. არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც „პატრიოტი TV”.

 

ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება, თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიულ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს.

 

როგორც კვლევისას გამოიკვეთა, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრებში ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც საბოლოო ჯამში ან „ევრაზიულ ინსტიტუტს“ ან „ევრაზიულ არჩევანს“ უკავშირდებიან.

 

აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი.

 

მაგალითად, ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” წერს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში „ევრაზიული არჩევანია".

 

“საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” მიერ 2013 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: “რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში ევრაზიული კავშირის იდეის პოპულარიზაციის გარშემო გაერთიანდა. არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ კოალიციაში “ევრაზიული კავშირი-საქართველო”.

 

“საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” საქართველოში ევრაზიული მოძრაობის “მთავარ ლოკომოტივად” აგრეთვე ასახელებს ორგანიზაციებს “ერეკლე მეორის საზოგადოება” და “ევრაზიული ინსტიტუტი”, ასევე, 2001-2004 წლებში საქართველოს უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას, “ერეკლე მეორის საზოგადოებისა” და “ევრაზიული არჩევანის” დამფუძნებლებს: არჩილ ჭყოიძესა და მის მეუღლეს, მაია ხინჩაგაშვილს. „ევრაზიული ინსტიტუტი“ რუსული ენის შემსწავლელ კურსებს ახორციელებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია “Русский Мир-ის” მხარდაჭერით.

 

საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. „გორჩაკოვის ფონდმა“ საქართველოში დააფუძნა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ზაზა აბაშიძე, ისევე როგორც ნანა დევდარიანი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ წევრი იყო, 2015 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

 

წინამდებარე კვლევაში ღია წყაროებზე დაყრდნობით მიმოხილულია აღნიშნული და სხვა ორგანიზაციების საქმიანობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები.

 

/public/upload/Meri/Russian Influence on NGOs and Media.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022