ჩაშლილი სახელმწიფო კონკურსი - ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს და IDFI-ს რეკომენდაციები

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 21 ივლისი 2015

IDFI-ს კვლევა შეეხება 2015 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობის მიერ, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფართოზოლოვანი დაფარვის ანუ ინტერნეტიზაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, გამოცხადებული კონკურსის და ზოგადად ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე პრობლემებს. წარდგენილი წინადადებებიდან დადგენილი პირობები ვერცერთმა ვერ დააკმაყოფილა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ ამ პირობების მოდიფიცირებასა და ახალი კონკურსის გამოცხადებაზე მუშაობს.

 

2015 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის ინციატივით შემუშავდა და გამოქვეყნდა გეგმა - „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“, გეგმის თანახმად, 2020 წლისათვის დაგეგმილი იყო საქართველოს დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელით, რომელთანაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ღია დაშვება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სწრაფი ინტერნეტი 30 მბ/წმ სიჩქარით, ხოლო მოსახლეობის 50% უნდა იყოს უზრუნველყოფილი 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით.

 

აღნიშნულის ამოცანის უზრუნველყოფა ქვეყნის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორის გრძელვადიანი ამოცანა და ერთობლივი მიზანი უნდა იყოს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საკონკურსო პირობების ჩამოსაყალიბებლად წარმოდგენილი პირობები და განსაზღვრული ჩარჩო არ იყო მორგებული საქართველოს რეალობაზე და არსებულ ეკოსისტემაზე, უმთავრესია სწორი და საქართველოს რეალობაზე მორგებული ორიენტირების სწორად განსაზღვრა და ყველა კონტრიბუტორის და დაინტერესებული პირის ინტერესების და შესაძლებლობების ზუსტად ჩამოყალიბება.

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროექტის გამოცხადების შემდგომ განვლილმა ბოლო შვიდმა თვემ და კონკურსის შედეგებმა დაგვანახა, რომ პროცესი არასწორად, ფრაგმენტულად და ნაჩქარევად იყო დაგეგმილი და შედეგიც შესაბამისი დადგა. რამაც აზარალა პირველ რიგში მომხმარებელი, შემდგომ ბიზნეს სექტორი და სახელმწიფო, რადგან კიდევ ერთი წლით გადავადდა ამ პროცესის დაწყება და შესაბამისად, ქვეყნის ფართოზოლოვანი დაქსელვა და ინტერნეტიზაცია.

 

უმთავრესი პრობლემა, რომელიც უკავშირდება მაღალსიჩქარიანი ქსელის მშენებლობას კომერციულად ნაკლებად საინტერესო ზონებში, სწორედ ფინანსურ საკითხებსა და სახელმწიფოს მონაწილეობასთან არის დაკავშირებული.

 

კვლევის შესაბამისად უდავოა, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის გარეშე, დაბალი დანახარჯებით და მაღალხარისხიანად საქართველოს ფართოზოლოვანი დაფარვა მიუღწეველი პროექტია, თუმცა გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს იმ რისკების და საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც არსებობდა ამგვარი გეგმის ჩამოყალიბებისას. პროცესი არ უნდა დაიგეგმოს ერთ თვიან პერიოდში და ინფორმაცია სტრატეგიის პროექტის შემუშავებამდეც უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე.

 

ავტორის მოსაზრებით საქართველოს ფართოზოლოვანი სტრატეგიის ჩამოყალიბება შემდეგი ეტაპების გავლით უნდა მოხდეს:

ევროკავშირის სპეციალური სამართლებრივი აქტი ადგენს განსაკუთრებულ რეგულაციას ფართოზოლოვანი ქსელების აგების წასახალისებლად. ამ რეგულაციის მიხედვით წარმოდგენილია რამდენიმე საშუალება წევრი სახელმწიფოებისთვის, როგორც დახმარების ალტერნატიული საშუალებები, რომელიც შესაბამისად არის ჩათვლილი ევროკავშირის ფუქნციონირების შეთანხმების 107 მუხლთან. სახელმწიფომ ეს პროცესი სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა დაგეგმოს.

 

IDFI საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ “საქართველოს ინოვაცეიბისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ 10 რეკომენდაციას სთავაზობს „საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარების’ პროექტის წარმატებულად დაგეგმვისა და განვითარებისთვის, კერძოდ:

 

• საქართველოს მთავრობის მიერ უნდა მოხდეს ერთობლივი კომისიის შექმნა, რომლის წევრებს დაევალებათ 3 თვის ვადაში წარმოადგინონ საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და მისი რეალიზაციის გეგმა;
• საქართველოს გრძელვადიანი განვითარების ფართოზოლოვანი სტრატეგიაში უნდა ასახული იყოს როგორც ყველა სახელმწიფო უწყების და ორგანიზაციის, ასევე კერძო სექტორის ინტერესებში შემავალი მიმართულების განვითარების გრძელვადიანი მიზნები;
• გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს არსებული მდგომარეობის SWOT ანალიზის საფუძველზე, რომელშიც მიმოხილული იქნება არამარტო საქსელო და მიწოდების მხარეს არსებული პრობლემები ეკონომიკის ყველა სფეროში, არამედ ბოლო მომხმარებლის მხარეს, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, მიუხედავად არსებული პრობლემების სიმწვავისა და სირთულისა;
• გეგმის და სტრატეგიის შემუშავება უნდა მოხდეს მოკლევადიანი, საშუალო ვადიანი და გრეძლვადიანი გეგმის და სამუშაო გეგმის შემუშავებით;
• თითოეულ მიმართულებაზე და აქტივობაზე უნდა განსაზღვროს პასუხისმგებელი უწყება და უნდა მომზადდეს კვარტალური ღია ანგარიშები გეგმის და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;
• საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარების გეგმაში უნდა აისახოს ყველა სამინისტროს და სახელმწოფო უწყების მოთხოვნა და მათი ხედვები 5-7 წლის ვადით, მათი მიმართულებით დასანერგი ელექტრონული სერვისების, ასევე მათი შიდა მოხმარებისთვის;
• გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს საკონსულტაციო დოკუმენტის წარმოდგენით ღია და დახურულ ჯგუფებში განსახილველად (სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოს მიკუთვნებული საკითხებთან მიმართებაში);
• პროცესში უნდა უშულოდ ჩაერთოს კომერციული სექტორი, ყველა დაკავშირებული სახელმწიფო უწყება, ასევე სამოქალაქო საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი.
• ქვეყნის მიერ შემუშავებული გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ევრო კავშირთან ასოცირების შეთანხმების და ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების, ევრო დირექტივების და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას;
• პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე და ყველა მოსაზრება და წინადადება უნდა ღიად აისახოს სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე, რომელზედაც აისახება ყველა მომზადებული დოკუმენტის გეგმა და პროექტი, ასევე ვადები.

 

/public/upload/IDFI/Digital/Broadband-Development-Process.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024