IDFI-ს პრესკონფერენცია ჩაშლილი სახელმწიფო კონკურსის შესახებ

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 31 ივლისი 2015

პარასკევს, 31 ივლისს IDFI-მ გამართა პრესკონფერენცია ჩაშლილი სახელმწიფო კონკურსის შესახებ.

IDFI-ს მიერ ახლახან მომზადებულ კვლევაში საუბარია იმ მიზეზებზე, რის გამოც ეკონომიკის სამინისტრომ და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტომ ვერ შეძლო დაახლოებით 100 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროექტის „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“ ფარგლებში ჩასატარებელი კონკურსის წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება.

სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელებით 2020 წლისათვის შესაძლებელი უნდა ყოფილიყო საქართველოს დაფარვა მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელით.

IDFI-ს ექსპერტმა უჩა სეთურმა და დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრეს კონკურსის ჩაშლის მიზეზებზე, პროცესის ხარვეზებზე და საკუთარ რეკომენდაციებზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ კონკურსის პირობები არ იყო მორგებული ქართულ ბაზარს, რამდენადაც წინასწარ არ მოხდა არსებული ბაზრისა და მოთხოვნების შესწავლა. მეორე მნიშვნელოვან ხარვეზს პროცესის დახურულობა და გაუმჭვირვალობა წარმოადგენდა. 

გიორგი კლდიაშვილის თქმით, სახელმწიფოს მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში ძალიან მცირე და ბუნდოვანი იყო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანიები არ დაინტერესდნენ აღნიშნული კონკურსით.

უჩა სეთურმა განაცხადა, რომ მთავრობის მტკიცება იმის შესახებ, რომ სამ წელიწადზე გაწერილი პროექტი ამ დროის მანძილზე განხორციელდება, არარეალურია, რამდენადაც ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. მისი თქმით, ჯერ აუცილებლად უნდა მოხდეს პროცესების შესწავლა და სახელმწიფო მრავალმხრივი სტრატეგიის შემუშავება. 

ორგანიზაციამ პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024