თბილისის მერიის ახალი პორტალი - ნაბიჯი გამჭვირვალე და ღია მმართველობისკენ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 ივლისი 2015

დღეს სატესტო რეჟიმში გაეშვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი ვებ-გვერდი - www.tbilisi.gov.ge. გვინდა მივესალმოთ აღნიშნულ ფაქტს და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თბილისის პორტალის კონცეფცია შემუშავებული იქნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში: თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. პროექტის ამოცანები შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:

 

• თბილისის მერიის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება;


• საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;


• ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა;


• მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება;


• მოსახლეობის ინფორმირებულება და საზოგადოების ჩარათულობის ინტენსივობის გაზრდა საჯარო სექტორის საქმიანობის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


პროექტით გათვალისწინებული ამოცანების მისაღწევად, IDFI-ის გუნდმა ჩაატარა საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი და კვლევა. შეიმუშავა და თბილისის მერიას მიაწოდა პორტალის სტრუქტურის კონცეფცია. ჩვენს მიერ შემუშავებული კონცეფცია საჯაროდ იქნა განხილული თბილისის მთავრობისა და გამგებლების თანდასწრებით და მოწონებული იქნა ქალაქის მერის მიერ. მერიის განახლებული პორტალი თავის თავში მოიაზრებს მრავალ მოდულსა და გვერდს, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობას მერიის მიერ განხორციელებული საქმიანობების პროცესებში. ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების მისაღწევად, პორტალზე ინტეგრირებული უნდა იყოს თანამედროვე მოდულები: საჯარო ინფორმაციისა და ღია მონაცემთა ონლაინ ბაზები, პეტიციებისა და პროექტების განყოფილებები, ქალაქის გამგებლობაში არსებული უწყებების და კომპანიების ჩამონათვალი, ადვილად ხელმისაწვდომი ანგარიშები და ბიუჯეტი, გამგეობებისა და სტრუქტურული ერთეულების ინდივიდუალური გვერდები, სპეციალური სერვისები შშმ პირებისთვის და სხვა.


IDFI მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას, ჩვენი კონცეფციის მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობას ვუხდით ქალაქ თბილისის მერიის პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ქალბატონ მაგდა პოპიაშვილს, პროექტის წარმატებით განხორციელებისა და მის დანერგვაში აქტიური მონაწილეობისთვის.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ თბილისის მერიის პორტალზე სრულყოფილად დაინერგება ყველა ის სიახლე და ნოვაცია რაც ჩვენს მიერ იქნა შეთავაზებული თბილისის მთავრობისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენს დედაქალაქში ღია და მონაწილეობითი ტექნოლოგიური მმართველობის განვითარებას. 

 

იხილეთ კვლევა "ქალაქ თბილისის მერიის პორტალი - საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი"

 

იხილეთ პრეზენტაცია "თბილისის მერიის განახლებული ვებ-პორტალი"

 

 

/public/upload/pdf/tbilisi.gov.ge-ppt.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024