თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა

პროექტები | დასრულებული პროექტები 31 ოქტომბერი 2014

 

პროექტის სათაური: თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა
პოექტის ფინანსური მხარდაჭრა: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" (OSGF)
პროექტის ბიუჯეტი: $ 24680
პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2014 - თებერვალი 2015

 

პროექტის გრძელვადიანი ამოცანები

თბილისის მერიის ახალი ვებ-პორტალის კონცეფციის შექმნით და დანერგვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინფორმაციული ვებ-სისტემის შექმნა.

 

პროექტის მიზნები:

 

  • თბილისის მერიის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება;
  • საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
  • ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება;
  • მოსახლეობის ინფორმირებულება და საზოგადოების ჩარათულობის ინტენსივობის გაზრდა საჯარო სექტორის საქმიანობის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


პროექტის აღწერა

პროექტის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)

 

წლების მანძილზე თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების მხრიდან ისმოდა კითხვები მისი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. ეს მნიშვნელოვნად გამოწვეული იყო მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ფინანსური და სხვა მსგავსი ტიპის მონაცემების არ არსებობით. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა შეეფასებინათ მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირების მუშაობის ეფექტიანობა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი, რაც დიდწილად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით იყო განპირობებული. გარდა ამისა, მოქალაქეები არ იყვნენ აღჭურვილნი იმ ბერკეტებითა და მექანიზმებით, რომლებიც მისცემდა მათ საკუთარი ქალაქის მართვაში მონაწილეობის სრულფასოვან საშუალებას.

 

ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ვფიქრობთ, უმნიშვნელოვანესია, ერთის მხრივ, მოქალაქეების ინფორმირება და მაქსიმალური ღიაობა თბილისის მერიის გარშემო არსებული ფინანსური და სხვა საკვანძო მონაცემების შესახებ. მეორე მხრივ, აღნიშნულმა უწყებამ უნდა დაიწყოს მოქალაქეების აქტიურობასა და ჩართულობაზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი ახალი ვებ-პორტალის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენს მიერ ქალაქ თბილისის მერიისთვის შეთავაზებული იქნა კონკრეტული ხედვა იმისა თუ რა მიგვაჩნია აუცილებლად არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ახალი მიდგომების დასანერგად.


პროექტის განხორციელების გზები

სტრატეგია

  • თბილისის მერიის შიდა პროცედურების შესწავლა და ბიზნეს-პროცესების ლოგიკური ჩარჩოს განსაზღვრა;
  • ახალი ვებ-პორტალისადმი არსებული საზოგადოებრივი მოთხოვნების განსაზღვრა;
  • ვებ-პორტალის კონცეფციის და პროტოტიპის შემუშავება.

 

განხორციელების გზები

თბილისის მერიის შიდა პროცედურების შესწავლა და ბიზნეს-პროცესების ლოგიკური ჩარჩოს განსაზღვრა

 

თბილისის მერია წარმოადგენს სისტემურად ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მართვის კუთხით რთულ საჯარო დაწესებულებას. იმისთვის, რომ მოხდეს ვებ-პორტალის შინაარსობრივი კონტენტის განსაზღვრა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების უნიფიცირება, გამგეობების, კომერციული საწარმოებისა და არაკომერციული იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების ერთ სისტემაში თავმოყრა და შესაბამისი პროცედურული დოკუმენტების შემუშავება, აუცილებელია შიდა ბიზნეს-პროცესების და მენეჯმენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გამოკვლევა.

 

პირველ ეტაპზე პროექტის ფარგლებში იგეგმება, მერიის შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად შიდა მენეჯერული პროცესების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი. მერიაში და მას დაქვემდებარებულ სტრუქტურულ თუ დამოკიდებულ ერთეულებში ინფორმაციის გაცვლის, დამუშავების და გამოქვეყნების პროცესების პირველადი შესწავლა აუცილებელია პორტალის გამართული ფუნქციონირების, პასუხისმგებლობების და ვალდებულებების გადანაწილების, ადმინისტრაციული რესურსებისა და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების, არსებული და ახალი ელექტრონული სერვისების პორტალში ინტეგრირებისა და განვითარებისთვის.

 

ახალი ვებ-პორტალისადმი არსებული საზოგადოებრივი მოთხოვნების განსაზღვრა

 

ვებ-პორტალის კონცეფციის ფუნქციონალისა და კონტენტის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია კარგად იქნეს გააზრებული მისი მომხმარებლების (როგორც სერვისების კუთხით ისე ინფორმაციის მიღების მსურველთა კუთხით) მოლოდინები და მოთხოვნები. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორეს მხრივ მერია თბილისელებს სთავაზობს განსხვავებულ სერვისებსა თუ პროგრამებს. შესაბამისად, ვებ-პორტალში ინტეგრირებული უნდა იყოს როგორც საინფორმაციო კონტენტური ბლოკი, ისე სერვისების, აპლიკაციებისა თუ ჩართულობის მექანიზმების ბლოკიც. აქედან გამომდინარე აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა ვებ-პორტალის ფუნქციონალური განაწილების კუთხით. საჯარო შეხვედრა შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, დაგვეხმარება იმ დამატებითი ინდიკატორების შემუშავებაში, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას ტექნიკური დავალების პროექტის შექმნისას.

 

მნიშვნელოვანია აგრეთვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევაც, რადგან მასზე დაყრდნობით იქნეს შეთავაზებული როგორც თანამედროვე ტექნიკური ისე ინოვაციური პროექტები. უცხოეთის ქვეყნების თვითმართველობების პორტალებზე დანერგილი ინოვაციური სისტემებისა თუ გამჭვირვალობის მექანიზმების ანალიზი დაეხმარება პროექტის გუნდს ერთის მხრივ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებაში, მეორეს მხრივ არგუმენტირებული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი კონცეპტუალური დოკუმენტის და რეკომენდაციების შემუშავებაში.


ვებ-პორტალის კონცეფციის შემუშავება და დანერგვის პროცესში მონაწილეობა

 

ადმინისტრაციული და მომხმარებლის მხარის შესწავლის შედეგად, მიღებული ინფორმაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული იქნება პორტალის დეტალური აღწერილობა რაც გულისხმობს:

 

  • პორტალის სტრუქტურის და ნავიგაციის აღწერის მომზადებას;
  • პორტალის შემუშავებისთვის აუცილებელი ტექნიკური დავალების მომზადებას;
  • საჯარო ინფორმაციის და ღია მონაცემების განყოფილების სტრუქტურის განსაზღვრას და მისი მართვის ოპტიმიზაციის გეგმას;
  • ჩართულობის აპლიკაციების (პეტიციების პლატფორმა, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ონლაინ პლატფორმა;
  • საჯარო კონსულტაციების პლატფორმა) სტრუქტურის განსაზღვრას;
  • ვებ-პორტალის სისტემური მოთხოვნების და კიბერ-უსაფრთხოების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური დავალების მომზადებას;
  • კონტენტის გადანაწილების, ზოგადი ფუნქციონალის და ნავიგაციის აღმწერი HთML პროტოტიპის მომზადებას.

 

დასრულებული დოკუმენტი, რეკომენდაციები, ვებ-პორტალის პროტოტიპის მაკეტი და პროცედურული დოკუმენტები წარდგენილი იქნება თბილისის მერის სახელზე შემდგომში მისი ტექნიკური შექმნის მიზნით.

 

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შემუშავებული კონცეფციის ფარგლებში თბილისის მერია, კერძოდ კი ააიპ "თბილისის პორტალი" დაიწყებს მერიის ვებ-გვერდის შექმნის პროცესს. შესაბამისად ამ პროცესის სწორედ წარმართვისთვის, მნიშვნელოვანი იქნება მერიის თანამშრომლების კონსულტაციის გაწევა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.

 

პროექტის შესრულების განრიგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბიუჯეტი

 

  

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024