ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

2 სექტემბერი 2015 image

უეფას სუპერთასის ბილეთები საჯარო დაწესებულებებისათვის

კვლევაში წარმოდგენილი 17 საჯარო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემები ბადებს კითხვებს 2015 წლის 11 აგვისტოს ქალაქ თბილისში ჩატარებული უეფას სუპერთასის მატჩზე მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენის თანაბარი და სამართლიანი პირობების შექმნასთან დაკავშირებით.

27 აგვისტო 2015 image

პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების ელექტრონული ფორმატები

საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 3.1 ქვე-თავში - პარლამენტის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ადვილად დამუშავებად ფორმატში განთავსება - მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტი დოკუმენტების დიდ ნაწილს PDF ფორმატში ავრცელებს, რაც ხელს უშლის მის შემდგომ გამოყენებას. ამის გამო, სამოქმედო გეგმის ავტორები საქართველოს პარლამენტს დოკუმენტაციის ღია და ადვილად დამუშავებად ფორმატებში მაგ. HTML/MS Word გამოქვეყნებას სთავაზობენ.

25 აგვისტო 2015 image

რამდენად აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია?

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კომისიის შემქნის დღიდან 2015 წლის ივლისამდე სულ ჩატარდა კომისიის სამი სხდომა. რაც შეხება სამუშაო ჯგუფების სხდომების რაოდენობას ისინი 4-დან 11-მდე მერყეობს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდნონ იმ ძალზედ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადება ქვია და გამოიჩინონ მეტი ანგარიშვალდებულება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

19 აგვისტო 2015 image

საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016

დოკუმენტი წარმოადგენს "საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას", რომლის მიზანია, უზრუნველყოს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. 

13 აგვისტო 2015 image

ცვლილებები ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველ კომიტეტში

2015 წლის 22-23 ივლისს, სამხრეთ აფრიკაში “ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე, რიგით მეორე წლიური არჩევნები გაიმართა, რომელზეც კომიტეტის ახალ წევრებად: ინდონეზია, ჩილე და რუმინეთი დაასახელეს.

 

13 აგვისტო 2015 image

საპარლამენტო ღიაობის მსოფლიო კვირეული

საპარლამენტო ღიაობის მსოფლიო კვირეული არის ყოველწლიური ღონისძიება საპარლამენტო გამჭვირვალობასა და საქმიანობაში თანამონაწილეობის შესახებ. ეს ასევე არის დამატებითი შესაძლებლობა, მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ღიაობის მიმართულებით, ახალი ვალდებულებებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. 

 

7 აგვისტო 2015 image

ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლისთავთან დაკავშირებით გვსურს წარმოგიდგინოთ რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული და დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირების, მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარების და საქართველოსთვის მიყენებული ზარალის შესწავლასთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოპოვებული მონაცემები.

7 აგვისტო 2015 image

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

IDFI-ს მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ

5 აგვისტო 2015 image

ათონელის რეზიდენციის ბედი კვლავ უცნობია

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI-იმ ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციიდან და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან გამოითხოვა ათონელის ქუჩაზე არსებულ რეზიდენციასთან დაკავშირებით არსებული მიმოწერის ასლები. აღნიშნული დოკუმენტაციის მიღებაზე ინსტიტუტს არცერთი უწყებიდან დაბრკოლება არ შექმნია.

3 აგვისტო 2015 image

სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ

2015 წლის 23 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი IDFI-ს წინააღმდეგ, შესაბამისად ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაავალდებულა უწყება დეტალური სახით გაეცა IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.