IDFI-ს კვლევა და რეკომენდაციები ღია მმართველობის პარტნიორობაში თვითმმართველი ერთეულების ჩართვასთან დაკავშირებით

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 16 თებერვალი 2016

საქართველომ 2011-2015 წლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში (OGP), შეიმუშავა ორი სამოქმედო გეგმა, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებდნენ ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას და განხორციელებას ადგილობრივ თვითმმართველობებში. მაგალითად, 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას, დანაშაულის რუკის შექმნას და პროექტის „უსაფრთხო უბანი“ იმპლემენტაციას.


ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მე-6 და მე-7 ვალდებულებები განსაზღვრავენ ტერიტორიულ ერთეულებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას, საზოგადოებრივი ცენტრების შექმნას და რეგიონების განვითარებას საჯარო ბიბლიოთეკების ტრანსფორმაციის გზით.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორივე სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მომსახურების გაუმჯობესების და ელექტრონული მმართველობის დანერგვის ვალდებულებები, წარმოდგენილი კვლევა აჩვენებს, რომ OGP-ის წევრი ქვეყნების მიერ თვითმმართველ ერთეულებთან დაკავშირებით აღებული ძირითადი ვალდებულებები უკავშირდება მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ელექტრონული პლატფორმების შექმნას, ახალგაზრდების, ხანდაზმულების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობას თვითმმართველი ერთეულების ორგანოების საქმიანობაში და სხვა საკითხებს.


საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმმართველ ერთეულებთან მიმართებაში პოლიტიკის გააქტიურება და OGP-ის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. აღნიშნული უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დებულებების პრაქტიკაში დანერგვას.


იმისათვის, რომ გააქტიუროს თვითმმართველობების ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობაში და შესაძლებლობა მისცეს მათ გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით, ღია მმართველობის პარტნიორობამ გამოაცხადა კონკურსი. აღნიშნულ კონკურსში ჩართვა შეუძლია OGP-ის წევრი სახელმწიფოების იმ ტერიტორიულ ერთეულებს, რომლის მოსახლეობა შეადგენს მინიმუმ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) მაცხოვრებელს.


აუცილებელია, რომ თბილისმა, როგორც საქართველოს დედაქალაქმა და რეგიონის ერთ-ერთმა მთავარმა ცენტრმა, მონაწილეობა მიიღოს ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და შეურთდეს OGP-ს.


IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია თბილისის და საქართველოს სხვა თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა გაიზიარონ ღიაობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკა. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ინიციატივებს როგორიცაა:


1) მონაწილეობითი ბიუჯეტირება, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური გამჭვირვალობის, ორგანოების ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას;


2) ელექტრონული პლატფორმების შექმნა, რაც ერთი მხრივ შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს, რომ მოახდინონ თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების ინდეტიფიცირება (ინფრასტრუქტურის გაუმართაობასთან, საგზაო ინციდენტებთან, გარემოსდაცვასთან, პროდუქციის ხარისხთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით) და მეორე მხრივ, იქნება თვითმმართველი ერთეულების ორგანოებისთვის ფინანსური სახსრების დაზოგვის საშუალება;


3) მონაცემების პროაქტიულად და ადვილად დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება, განსაკუთრებით ფინანსურ დოკუმენტაციასთან მიმართებაში. ასევე, თვითმმართველი ერთეულების მიერ ისეთი ფინანსური დოკუმენტაციის საჯაროობა, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი ბიუჯეტით კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსებასთან;


4) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმმართველი ორგანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება, წარმომადგენლობითი ორგანოების სხდომების დღის წესრიგისა და ოქმების, ასევე, მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება;


5) ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების განხორციელებისათვის აუცილებელია თვითმმართველი ერთეულების ორგანოების თანამშრომელთა და ამ ორგანოების საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვის მსურველი მოქალაქეების ტრენინგი; გზამკვლევის შემუშავება; ასევე, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულების თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.


IDFI იმედოვნებს, რომ აღნიშნული კვლევა და მის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები გაააქტიურებს საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში ღია მმართველობის პრინციპების იმპლემენტაციას, ხელს შეუწყობს ტერიტორიული ერთეულების ფინანსურ გამჭვირვალობას და გაზრდის ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობას მმართველობით პროცესებში.

/public/upload/pdf/tvitmmartveliErteulebi.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024