ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

19 აპრილი 2016 image

ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები

IDFI აქვეყნებს კვლევას „ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები.“ დოკუმენტში საუბარია ოფშორული ზონებიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ისეთ რისკებზე როგორებიც არის: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, რუსეთის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ფულის გათეთრების საშუალება, ბიზნესზე ზეწოლა და გადასახადებისგან თავის არიდება. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია საქართველოს პროკურატურას, პარლამენტს და მთავრობას სთავაზობს რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

14 აპრილი 2016 image

თბილისი ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩაერთვება

ღია მმართველობის პარტნიორობამ (Open Government Partnership, OGP) გამოაქვეყნა ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამის გამარჯვებულთა სია. თბილისი 45 აპლიკანტიდან შერჩეულ 15 ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მოხვდა.

14 აპრილი 2016 image

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად საჯარო კონსულტაციები გრძელდება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონაწილეობა მიიღო მარნეულში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის საჯარო კონსულტაციაში. შეხვედრაზე IDFI-ს წარმომადგენელმა თამარ ნადიბაიძემ მოქალაქეებს გააცნო IDFI-ს რეკომენდაციები ღია მმართველობის პარტნიორობის მესამე სამოქმედო გეგმისთვის (2016-2017).

13 აპრილი 2016 image

პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები

IDFI-ი აქვეყნებს კვლევას, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის მონიტორინგის შედეგებს. კვლევის მიზანი იყო შეგვეფასებინა თუ რამდენად ასრულებს საქართველოს პარლამენტის აპარატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულ ვალდებულებას.

11 აპრილი 2016 image

საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

11 აპრილს გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. საკონსულტაციო ჯგუფმა წარმოადგინა და იმსჯელა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების განხორციელებისთვის პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.

8 აპრილი 2016 image

საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

ოზურგეთსა და ბათუმში გაიმართა საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობა საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმის (2016-2017) შემუშავების მიზნით. მონაწილეებს შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები. ისინი გაეცნენ ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) მიზნებს და წამოაყენეს სამოქმედო გეგმაში შესატანი ინიციატივები.

7 აპრილი 2016 image

საჯარო სამსახურში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ანალიზი - 2012 წლის არჩევნებამდე და შემდეგ

გადაწყვეტილების მიღების პროცესი ზოგადად და არა ცალკეულ შემთხვევებში გამჭვირვალეობით უნდა ხასიათდებოდეს და კომპეტენციების, მოხელეთა რანგის თუ კლასის შესაბამის დონეებზე მიიღებოდეს. რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს სისტემის დეცენტრალიზაციას საჭირო დონემდე და მნიშვნელოვანი მსაზღვრელია საჯარო სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების.

1 აპრილი 2016 image

ღია მმართველობის პარტნიორობა როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საშუალება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის სტატია გაეროს მდგრადი განვითარების და ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების თანხვედრის საკითხზე.

31 მარტი 2016 image

მმართველობის ხარისხის გამოკითხვა - საქართველოს ბიუროკრატიის შეფასება 2014 წელს

მმართველობის ხარისხის ინსტიტუტის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული კითხვარის საფუძველზე, IDFI გთავაზობთ საქართველოს ბიუროკრატიის შეფასებას და მის შედარებას უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ლიტვის, შვედეთისა და გერმანიის მაჩვენებლებთან.

31 მარტი 2016 image

IDFI-ს დირექტორი ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრობისთვის შერჩევის საბოლოო ეტაპს გადის

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) გამართავს გასაუბრებების ბოლო შესარჩევ ეტაპს სადაც მონაწილეობას მიიღებს OGP-ის მმართველ კომიტეტში (Steering Committee) შესარჩევი კონკურსის მონაწილე 16 ნახევარფინალისტი.