IDFI-იმ საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 სექტემბერი 2016

20 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონიძიებაზე, რომელიც სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართა, ასევე დააჯილდოვდა ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორი 3 სახელმწიფო უწყებასაქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.  

 

საგრანტო პროექტი „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება საქართველოში“ ხორციელდება IDFI-ის მიერ USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს შეაფასოს ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების მომზადების პროცესში.

 

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება ეფუძნება კანონპროექტის ~ შემუშავების წინასწარ განსაზღვრულ ოთხ ეტაპს: 1. პოლიტიკის შემუშავების ეტაპი; 2. კანონპროექტის ტექსტის შემუშავების ეტაპი; 3. რეგულირების გავლენის შეფასება; და 4. ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან.

 

კანონპროექტების შესაფასებლად IDFI-მ გადაარჩია 24 კანონპროექტი ინიცირებული 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე. პროექტის გუნდმა პირველ რიგში ჩაატარა ინტერვიუები კანონპროექტების ავტორებთან. ინტერვიუებისთვის გამოყენებული იყო წინასწარ მომზადებული სახელმძღვანელო კითხვარი. კითხვარი მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა ინფორმაციის არსებობა მიმდინარე რეფორმის შესახებ, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობის ხარისხი, ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიღებული უკუკავშირის ხარისხი ა.შ. კანონპროექტების ავტორებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში ტარდებოდა მეორადი ინტერვიუები.


პირველი წლიური ანგარიშის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ეფექტური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის განვითარების საწყისს ეტაპზეა და საჭიროებს ხარისხობრივ გაუმჯობესებას.


პირველი წლის კვლევის რამდენიმე ძირითადი მიგნება მდგომარეობს შემდეგში:


1. საჯარო პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე, ჩართულობის მხრივ პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულებების არარსებობის პირობებში, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხორციელდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებული კანონპროექტების შემთხვევაში, რომელთაც კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ყველაზე დაბალი ხარისხი აჩვენეს.


2. საქართველოში რეგულირების გავლენის შეფასების, როგორც კანონმდებლობის შემუშავების ინსტრუმენტის გამოყენება, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდება. რეგულირების გავლენის სიღრმისეული შეფასების გაკეთების პირდაპირი ვალდებულებების არ არსებობის პირობებში კანონპროექტის მრავალი ავტორი შემოიფარგლება განმარტებითი ბარათებით. განმარტებით ბარათებში მოცემული ინფორმაცია კი, ხშირად, მეტისმეტად მწირი და ზედაპირულია, არ არის გამყარებული საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევებითა და არ ხდება უფრო ფართო საჯარო დისკუსიის ნაწილი კანონპროექტის ინიცირებამდე. 


IDFI მიიჩნევს, რომ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ჩართულობა, მონაწილეობა და თანამშრომლობა ხელს უწყობს უფრო ეფექტური კანონებისა და პოლიტიკის გატარებას. ეფექტური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. 

 

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ყველაზე წარმატებული შემთხვევების გამოვლენით, ჩვენი პროექტის გუნდს აქვს იმედი, რომ ხაზს გავუსვამთ პოლიტიკის დაგეგმის ადრეულ ეტაპებზე ეფექტური კონსულტაციის პოზიტიურ გავლენას, და ამგვარად ხელს შევუწყობთ მეტად ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესს მმართველობის ყველა ეტაპზე.


დაჯილდოვების ცერემონიის შემდგომ, IDFI-ის ესტონელმა კოლეგებმა - ექსპერტმა პრაქსისის საჯარო პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან ჰილლე ჰინსბერგმა და სავაჭრო ასოციაციის ხელმძღვანელმა რიინ სავიმ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სამოქალაქო ჩართულობის ესტონური გამოცდილების შესახებ ესაუბრნენ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024