კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის

სიახლეები | კოალიციური საქმიანობა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 სექტემბერი 2016

20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

 

მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს. დამფუძნებლებმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია.

 

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დამფუძნებლები:

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 

სამოქალაქო განვითარების სააგენტო 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი 

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს გაეროს ასოციაცია

საზოგადოება და ბანკები 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი 

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი 

ხმა საქართველოდან 

კავშირი საფარი

ლიბერალური აკადემია თბილისის შესახებ 

 

 

 

 

 

 

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024