„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს

სიახლეები | განცხადებები 28 ოქტომბერი 2016

 

რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია და მისი მიზანმიმართული განხორციელება. ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს თავისუფალი სამყაროსა და რუსეთთან ურთიერთობების დღის წესრიგში. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას, არამედ ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიანად ევროპაში. რუსეთის აგრესიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გამო იცვლება რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულება. ხდება ევროპული უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის ფორმირება, რომლიც ნაწილიც საქართველოს საკითხებიც უნდა გახდეს. რუსული ოკუპაციის თემატიკის მუდმივად დაყენება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში უნდა გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი და ქართული დიპლომატიური კორპუსის ყოველდღიური საზრუნავი.



ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეამცირებს ამგვარ ძალისხმევას - შექმნის ილუზიას რომ საქართველო ან შეეგუა ოკუპაციის ფაქტს და ნაკლებად აქტუალურად მიაჩნია ის, ან ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ამყარებს იმედებს, - შეასუსტებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობას და მაშასადამე გავლენას რუსეთზე, რაც დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.



მცდელობები და მოწოდებები შეიქმნას ან გააქტიურდეს სხვადასხვა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატები რუსეთთან, რომლებიც დააკნინებენ ჟენევის ფორმატს და აქვთ ბუნდოვანი მანდატი, საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. ასეთი ტიპის ძალისხმევა მხოლოდ ართულებს საქართველოს მდგომარეობას, ქმნის არსებული ვითარების მცდარ აღქმას ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

 

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიმუშაოს დეოკუპაციის მკაფიო და მიზანმიმართული სტრატეგია;

 

- არ დაუშვას ჟენევის ფორმატის დაკნინება;

 

- პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების შემთხვევაში, მოახდინოს მისი დახვეწა, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას;

 

- მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და ინფორმაციული საშუალება და საერთაშორისო ტრიბუნა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისათვის.

 

 

ორგანიზაციები:



საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia


სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - Georgian Young Lawyers’ Association


ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation


საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia


საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - Institute for Development of Freedom of Information


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center


მწვანე ალტერნატივა - Green Alternative


საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development


მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation


საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia


საზოგადოება და ბანკები - Society and Banks


საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative


საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics


სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies


კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center


ხმა საქართველოდან - Voice from Georgia


ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi


კავშირი საფარი - Union Sapari

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024