„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

განცხადებები 12 იანვარი 2017

 

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.  

 

მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის.

 

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი შარშანაც გახდა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ერთსულოვანი უარყოფითი შეფასების შედეგად კონტრაქტის პირობები უცვლელი დარჩა. მეტიც, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აღიარეს რა შესაძლო რისკები, აღუთქვეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ კონტრაქტის არსებული პირობების შესანარჩუნებლად.

 

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებელია დამატებითი განმარტების წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:

 

1. რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ეს პოზიცია მიუღებელი იყო მთავრობისთვის შარშან?

 

2. რატომ უნდა მოხდეს სეზონური დეფიციტის  სწორედ რუსული გაზით შევსება?

 

3. რა ნაბიჯები გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი მოცულობების უზრუნველყოფის   საკითხი განხილულიყო სხვა მომწოდებლებთან ?

 

4. შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს, და დამტკიცებულია თუ არა  საფასური სემეკის მიერ.

 

5. რამდენად იყო მოლაპარაკებები უზრუნველყოფილი სტრატეგიული საექსპერტო  გათვლებით  და იყვნენ თუ არა ჩართული საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ მიგვეღო საუკეთესო პირობები.

 

ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვა, სადაც მთავრობის წევრები გარდა ამ და შესაძლო სხვა კითხვებზე პასუხისა, წარმოადგენენ კომპლექსურ ხედვას ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიაზე ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში.

 

 

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - Transparency International Georgia

 

2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency

 

3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy

 

4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation

 

5. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia

 

6. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - Georgia’s Reforms Associates

 

7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association

 

8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  - Institute for Development of Freedom of Information

 

9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center

 

10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative

 

11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development

 

12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation

 

13. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia

 

14. საზოგადოება და ბანკები  - Society and Banks

 

15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies

 

16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative

 

17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics

 

18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies

 

19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center

 

20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia

 

21. ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi

 

22. კავშირი საფარი - Union Sapari

 

23. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კვლევის პრეზენტაცია- ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი

31.03.2023

ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი

31.03.2023

მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრების მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის მიმოხილვა

30.03.2023

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

28.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა პალიტრა მედიას

29.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022