ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 12 მაისი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას, რომელიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კრიტიკულ მდგომარეობას.

 

ტელეკომპანია “პირველის” სარედაქციო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით “გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა ტვ პირველის სატელევიზიო კამერა.”

 

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 145 ინციდენტი დაფიქსირდა.

 

ათობით ჟურნალისტი არაერთხელ გახდა სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე. დღემდე არც ერთი დამნაშავე არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული. არსებული გარემო სრულიად ნათლად აჩვენებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში სუფევს. ეს არის იმ პოლიტიკური რეჟიმის პირდაპირი შედეგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმართავს, სადაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები სრულად იგნორირებულია.

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს და ყველა მის კოლეგას, რომლებსაც მსგავს რთულ ვითარებაში უწევს პროფესიული მოვალეობის შესრულება.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024