ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

1 აგვისტო 2016 image

როგორ დავიცვათ ბალანსი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?

შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეზღუდვა ისე, რომ სახელმწიფოს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევისთვის? ამ კითხვაზე პასუხი მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ ორ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში. 

25 ივლისი 2016 image

საქართველოს პროკურატურის ხარჯები (2011-2015)

2012 წლის შემდგომ საქართველოს პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა  ამ უწყების ადმინისტრაციული ხარჯებიც. პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს. 

25 ივლისი 2016 image

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო OGP-ის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონულ დიალოგში

ღია მმართველობის პარტნიორობის „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული დიალოგი“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა რეგიონის რეფორმატორებისთვის, ყოველწლიურად შეიკრიბონ და ერთმანეთს გაუზიარონ ღია მმართველობის გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და უახლესი ამბები. 2016 წლის დიალოგში მონაწილეობა IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმაც მიიღო.

4 ივლისი 2016 image

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევები და მათი დაძლევის გზები

IDFI-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის ნარკვევი მიმოიხილავს საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევებს და მათი დაძლევის შესაძლო საშუალებებს. ნარკვევში საუბარია, თუ რა თანხა უჯდება ბიუჯეტს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რა განაპირობებს პროგრამის არაგეგმიურ ხარჯებს და რა გავლენა იქონია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კერძო სადაზღვევო ბიზნესზე. ნარკვევის ავტორები ასევე საუბრობენ იმ საფრთხეებზე რის წინაშეც დგას პროგრამა და ამ პრობლემის დასაძლევად ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობენ. 

 

1 ივლისი 2016 image

IDFI-ის დირექტორი ელექტრონული პარლამენტის მსოფლიო კონფერენციაზე

IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2016 წლის ელექტრონული პარლამენტის მსოფლიო კონფერენციაში (World e-Parliament Conference 2016), რომელიც ვალპარაისოში, ჩილეს პარლამენტში გაიმართა 28-30 ივნისს. კონფერენცია, რომელიც ორ წელში ერთხელ იმართება, არის მსოფლიო მასშტაბის ფორუმი, სადაც საპარლამენტო საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენება განიხილება. 

29 ივნისი 2016 image

ვიზა ლიბერალიზაცია - არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ?

IDFI აგრძელებს სტატიების სერიას საქართველო - ევროკავშირის შორის ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე. ამჯერად სტატია მომოიხილავს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების ვადების შესაძლო სცენარებს. სტატიაში ასევე განხილულია თუ რამდენად შესაძლებელი და რეალურია საქართველომ უვიზო რეჟიმი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღოს.

29 ივნისი 2016 image

IDFI ფინანსურად სრულად გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა

IDFI ექვს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთან მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის დასახელდა. შეფასებითი კვლევის ავტორია ორგანიზაცია Transparify, რომელიც მესამე წელია აქვეყნებს შედეგების შემცველ ანგარიშებს. შეფასებული ორგანიზაციების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2016 წლის ანგარიშში 47 ქვეყნის 200 ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციაა (think tank) შესული.

23 ივნისი 2016 image

საქართველო 2016 წლის მსოფლიოს განვითარების ანგარიშში

2016 წლის 17 მაისს მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს განვითარების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით მიღებული სარგებელის გავრცელებაზე და ამ ტექნოლოგიების როლზე ეკონომიკის განვითარების პროცესში. IDFI გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილების დეტალურ მიმოხილვას, სადაც საქართველოს სხვადასხვა მაჩვენებელია განხილული. 

16 ივნისი 2016 image

საქართველო ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე

მოცემული სტატია წარმოადგენს, მსოფლიოს პირველი ანტიკორუფციული სამიტის და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების მიმოხოლვას. სამიტს რომელიც 12 მაისს, ქალაქ ლონდონში გაიმართა, საქართველოს მთავრობის მხრიდან პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.

15 ივნისი 2016 image

ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი შეფერხების მიზეზები

IDFI აქვეყნებს სტატიას ვიზალიბერალიზაციის თემაზე, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის პროცედურული მიმოხილვა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შესაძლო შეფერხების მიზეზების ანალიზი. სტატიაში განხილულია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ჩართული ევროკავშირის ინსტიტუტების თავისებურებები, მათი როლი და გავლენა პროცესის წარმატებით დასრულებაზე. სტატიაში ასევე გაანალიზებულია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემაფერხებელი ოფიციალური და სავარაუდო არაოფიციალური მიზეზები.