ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიერ საპარლამენტო ღიაობის ხელშეწყობის მიზნით აღებული ვალდებულებები და კარგი პრაქტიკის მაგალითები

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 15 მარტი 2017

ავტორი: ნატალია ვარაზი

 

კვლევა მომზადებულია პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) (ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხელს უწყობს საპარლამენტო ღიაობის პრინციპების დამკვიდრებას და საქართველოს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

 

კვლევაში მიმოხილულია საპარლამენტო ღიაობის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის და ვალდებულებების მქონე სახელმწიფოები (მაგ: ესტონეთი, ბრაზილია, საფრანგეთი და სხვა). ვალდებულებების ნაწილი OGP-ს წევრი სახელმწიფოების მიერ შემუშავებულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებშია მოცემული, ხოლო დანარჩენი ვალდებულებები ცალკე დოკუმენტის სახით შემუშავებულ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმებშია ასახული.

 

IDFI-ის მიერ განხორციელებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ OGP-ს წევრი სახელმწიფოები უდიდეს ყურადღებას საპარლამენტო ღიაობის მიმართებით ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებას უთმობენ. ისინი ავითარებენ ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს და ტექნოლოგიებს და ინტერნეტს, როგორც საპარლამენტო ღიაობის ხელშემწყობ ძირითად პლატფორმას იყენებენ.

 

მაგალითისთვის, ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე პარლამენტის წევრების სამუშაო განრიგი, მათი გამოცდილება და სხვა სტატისტიკური მონაცემები სრულად ვიზუალიზირებულია და უადვილებს მოქალაქეებს ვებგვერდზე საჭირო ინფორმაციის მოძიებას; ბრაზილიის მიერ შემუშავებული E-Democracia-ს პლატფორმაზე მოქალაქეები ეცნობიან კანონპროექტებს, უკავშირდებიან კანონმდებლებს, მონაწილეობას იღებენ დებატებში და track change-ების გამოყენებით ონლაინ რეჟიმში შეაქვთ ცვლილებები შემოთავაზებულ კანონპროექტებში. ეს და კვლევაში ასახული მრავალი სხვა მაგალითი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს პარლამენტის მიერ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავებისთვის და უკვე არსებული ტექნოლოგიების და ინსტრუმენტების (მათ შორის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის) გაუმჯობესებისათვის.

 

/public/upload/IDFI_FOTOS_2016/Open_Parliament_Commitments_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024