ევროპის ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერთა და ომბუდსმენთა მიმართვა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 მარტი 2017

ავტორი: ნინო მერებაშვილი

 

მიმდინარე წლის 23-24 თებერვალს, ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპის ქვეყნების ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერთა და ომბუდსმენთა მიერ ხელმოწერილ იქნა ერთობლივი რეზოლუცია. კომისიონერები და ომბუდსმენები მოუწოდებენ ევროპის მთავრობებს, დაიცვან ინფორმაციის თავისუფლება და გააძლიერონ ინფორმაციის კომისიონერთა და ომბუდსმენთა როლი საკუთარ სახელმწიფოებში.

 

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერთა ინსტიტუტი შექმნილია და მოქმედებს ევროპის მრავალ ქვეყანაში. მათი როლი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოებში ინფორმაციის თავისუფლების განმტკიცებისა და დაცვისთვის.

 

ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერთა და ომბუდსმენთა აპარატები უნდა ეხმარებოდნენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში და მათ შესაბამის სამართლებრივ კონსულტაციას უწევდნენ. ამასთან, კომისიონერებს და ომბუდსმენებს მინიჭებული უნდა ჰქონდეთ უმნიშვნელოვანესი - საზედამხედველო ფუნქცია, რაც გულისხმობს საჯარო უწყებათა მიერ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგს.

 

კომისიონერთა აპარატები და ომბუდსმენები ევროპის ქვეყნებში ფლობენ მნიშვნელოვან ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ საჯარო უწყებებს აღმოაფხვრევინონ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დარღვევები და ხარვეზები. ისინი ასრულებენ ერთგვარ მედიატორის როლს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის.

 

რეზოლუციის ხელმომწერნი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის თავისუფლების ეფექტური დაცვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არსებობს შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებისა და ზედამხედველობის მყარი მექანიზმები. შესაბამისად, ისინი მოუწოდებენ ევროპის ხელისუფლებათა წარმომადგენლებს, უზრუნველყონ მოქალაქეთა წვდომა ინფორმაციის თავისუფლების დამოუკიდებელ კომისიონერთა აპარატებისადმი, რომლებიც, თავის მხრივ, აღჭურვილი უნდა იყვნენ შესაბამისი ადამიანური რესურსითა და დაფინანსებით. აღნიშნული უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლების პატივისცემასა და კანონმდებლობის სრულ იმპლემენტაციას სახელმწიფოებში.

 

კონფერენციის თავმჯდომარემ - გერმანიის წარმომადგენელმა პროფესორ დიტერ კუგელმანმა ხაზი გაუსვა ევროპაში ინფორმაციის თავისუფლების ერთიანი სტანდარტის შემუშავების აუცილებლობასა და კომისიონერთა და ომბუდსმენთა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტი. არ არის შექმნილი არც ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტი. განვლილი წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში აღებულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღების ვალდებულება.

 

ეს ინიციატივებია:  

 

საქართველოსა და ევროკავშირს  შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და მისი დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმას (მუხლი 70.10); 

- საქართველოს 2014-2015 და 2016-2017 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმებს (მიზანი 9.3 და 8.1.3);

საქართველოს 2015-2016 წლების ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას  (მიზანი 3.1); და

- ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2015-2016 და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმებს (ვალდებულება 10 და ვალდებულება 7).

 

ჯერ კიდევ 2014 წელს, ფონდი ღია საზოგადოების მხარდაჭერით და ინიციატივით, IDFI-ის, დარგის ექსპერტებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტი. კანონის პროექტი იმავე წლის შემოდგომას გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც დოკუმენტი უნდა წარედგინა საქართველოს მთავრობის, ხოლო შემდგომ ეტაპზე - პარლამენტისთვის. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, კანონპროექტი  საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ არ არის ინიცირებული.

 

ხაზგასასმელია, რომ სხვა მნიშვნელოვან სიახლესთან ერთან, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონის პროექტი ითვალისწინებდა საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტის შექმნასაც. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, რაც ქმნის დისბალანსს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის.

 

IDFI სრულად იზიარებს ბერლინის ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო კონფერენციაზე ხელმოწერილი რეზოლუციის შინაარს. ვფიქრობთ, ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების ეფექტური დაცვა მხოლოდ მყარი საკანონმდებლო რეგულაციებისა და მისი აღსრულების ზედამხედველობის ძლიერი მექანიზმების არსებობის პირობებშია შესაძლებელია.

 

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას, დროულად წარუდგინონ პარლამენტს დასამტკიცებლად ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტი, რომლითაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტებთან ერთად, ასევე გათვალისწინებული იქნება საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტის შექმნა.  

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024

რის ხარჯზე მცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი?

18.10.2024

OGP-ის მმართველმა კომიტეტმა ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობა შეაჩერა

17.10.2024

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024
განცხადებები

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024